კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
როგორც იცით, კოსოვოსთან მატჩის მე-12 წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

Kleinezeitung-ის ცნობით, ის კლუბში დაბრუნდა, ორშაბათს მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ სერიოზული არაფერი სჭირს. მას კუნთის მცირე სტრუქტურული დაზიანება აქვს.

შეგახსენებთ, ოთარმა "შტურმის" ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და კოსოვოსთან თამაშამდე ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მოკლედ, კიტეიშვილს დიდხანს არ მოუწევს უქმობა, მაგრამ 12 სექტემბერს "კლაგენფურტთან" ბუნდესლიგის მე-7 ტურის მატჩში მონაწილეობას, ალბათ, ვერ მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ესეც აფიორის ნაწილია..
zaza
00:45 09-09-2021
4
ოქრო ბიჭია კიტე მეტს იმსახურებს ვიდრე შტურმია
beqa
19:20 08-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული