Marca მამარდაშვილის საშინელ დებიუტს გამოეხმაურა

AutoSharing Option
გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca გიორგი მამარდაშვილის სანაკრებო დებიუტს გამოეხმაურა:

"ვალენსიას" მეკარემ ელიტარული სპორტული კარიერისთვის მორიგი ნაბიჯი გადადგა - მამარდაშვილს დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა.

გიორგის პირველი მატჩი მწარე გამოდგა - მეკარემ, რომელმაც ლა ლიგის საწყის სამ ტურში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა და რამდენიმე დასამახსოვრებელი სეივი ჰქონდა, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და მის კარში 4 გოლი გავიდა."

"ვალენსია" 12 სექტემბერს "ოსასუნას" ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ ქართველი კიპერის მთავარი კონკურენტი იესპერ სილესენი ნიდერლანდების ნაკრებში გამოძახებული არაა.

altსანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი

გამოსწორდება

altსაქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 26 /
წამალია, მაგრამ ამ შემთხვევაში, პირველად ნაკრებში როგორია?
თამაზის.
15:51 10-09-2021
1
გიორგი, კარგი ბიჭი ხარ. მე ეზოს გუნდიდან, 35-ე სკოლის დიდ მოედანზე პირველად მათამაშეს, ასე ვთქვათ მეკარედ გამსინჯეს, ერთი, 6 ნომერი იყო, თურმე 7 წლით ჩემზე უფროსი ყოფილა. რამდენიც დამირტყა, იმდენი გამიტანა. ამის შემდეგ, მოედნის დანახვა არ მინდოდა. მომავალ წელს კი ის, თბილისის "დინამოში" აიყვანეს. მერე გავიგე, ის 6 ნომერი, შოთა იამანიძე ყოფილა. მას შემდეგ, მე ფეხბურთი მაინც გავაგრძელე, მხოლოდ, არა მეკარედ და კარგადაც ვთამაშობდი. ასე დასრულდა ჩემი მეკარეობა. გიორგი, ამიტომ გული არ გაიტეხო. ჩვენ შენში, ტალანტს ვხედავთ. მაღალი ხარ და შენ ძირითადად საჯარიმო მოედანზე, გამოსვლებზე უნდა ითამაშო და არა ხაზზე. ერთ-ერთ პოზიციაში ბურთი, რომ გაგიტანეს, "შორეული" ხელით ცდილობდი მოგერიებას. მეორე ხელით ნამდვილად მისწვდებოდი. ტაქტიკასაც გამოასწორებ. დაიხვეწები. მთავარია გიყვარდეს შენი საქმე.
სრული სიმართლეა.
15:48 10-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული