ხოჭოლავას ტრანსფერში დანიელებმა უკრაინელები "გადააგდეს"?

AutoSharing Option
უკრაინული ua-football-მა დავით ხოჭოლავას "შახტარიდან" "კოპენჰაგენში" განხორციელებული ტრანსფერისას შესაძლო ფინანსურ დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი არაფერ შუაშია:

"უკრაინელ შუამავალთა ჯგუფმა დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენში" ტრანსფერიდან მიუღებელი თანხის გამო დანიური კლუბი დადანაშაულა. ის 2.5 მილიონ ევროდ შეიძინეს.

ნორვეგიულ Eksta Bladet-ში გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც "კოპენჰაგენმა" ტრანსფერის გაჩარხვაში აგენტ ალექსანდრ იაკოვენკოს, იურისტ ირინა ნიჟინსკისა და შუამავალ ლესია იგნატიკის როლი აღიარა.

თუმცა, დოკუმენტი 2020 წლის აგვისტოთია დათარიღებული - როდესაც კლუბებმა მოლაპარაკება ვერ შეძლეს და კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაფორმდა.

უკრაინელი იურისტი და ევროპული
ინტეგრაციის საკითხში სოციალური პოლიტიკის ყოფილი მინისტრი სერგეი ნიჟინსკი "კოპენჰაგენის" ექს-სპორტულ დირექტორ დანიელ რომედალს დამნაშავეს უწოდებს და სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მოთხოვნილი თანხის ოდენობა კონფიდენციალურია და არ გაახმოვანებენ, ხოლო თუ კუთვნილი ფული არ მიიღეს, ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობასაც კი გააფუჭებს.

რომედალის ადვოკატი ფილიპ ნიჰოლმი ამბობს, რომ ვინაიდან ტრანსფერი იმ სატრანსფერო ფანჯრისას არ განხორციელდა, არანაირი ვალდებულება უკრაინულ მხარესთან არ აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა კომენტარი ამ ს-ს ყველა აგდებს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული