ითამაშებს თუ არა "მონაკოსთან"? - ავსტრიელები კიტეიშვილზე წერენ

AutoSharing Option
ავსტრიული პრესა ოთარ კიტეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს:

"ახლა მთავარი კითხვაა, მოასწრებს თუ არა კიტეიშვილი ევროპის ლიგაზე "მონაკოს" წინააღმდეგ თამაშს. გუნდის "ჯადოსნური თაგვი" ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

ოთარი ამბობს: "მეგონა, ყველაფერი დამთავრდა და ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ წავედი, თუმცა თერაპია ისევ დამჭირდა. ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაში ძალიან საინტერესოა, თუმცა ჯერ ფორმაში უნდა შევიდე."

"შტურმი" 12 სექტემბერს "კლაგენფურტს" მიიღებს, "მონაკოს" კი 16-ში "ლუი II"-ზე ესტუმრება.

მომზადებულია Kronen Zeitung -ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
Wundermaus
0
წარმატებებს ვუსურვებ ოთარს მე რომ ვნახე ჯგუფი სადაც შტურმია მოხვედრილი სამწუხაროდ აშკარა აუთსაიდერია: მონაკო სოსიედადი და პსვ ჰყავს, მაგრამ თავად ოთოსთვის ეს ძალიან კარგი შანსია, რომ თავი გამოიჩინოს თავისი კარგი თამაშით ასეთ ძლიერ გუნდებთან, რომ იქნებ მიაქციონ ყურადღება ტოპ ლიგის კლუბებმა ვფიქრობ უკვე დროა ოთომ იფიქროს უფრო მაღალი კლასის გუნდში და ჩემპიონატში გადასვლაზე ვიდრე ავსტრია და შტურმია ის ამას იმსახურებს.
ზაზა
15:00 10-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული