ქართველი ლეგიონერების შედეგიანი შაბათი - 6 გოლი 5 ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის მასშტაბით, 11 სექტემბერს, საკლუბო ფეხბურთი აქტიურად დაბრუნდა და რამდენიმე ქართული გოლიც ვიხილეთ.

საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, 35 წლის გიორგი მერებაშვილმა გაიტანა, თუმცა "პოდბერსკიძე" "კორონასთან" მარცხისგან ვერ იხსნა - 2:3.


ქართველი ლეგიონერის გუნდი პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში მე-5 ადგილზეა და 18 სექტემბერს "ლოძს" ესტუმრება.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის შემდეგ, გიორგი გაგუა "ალავესის" სარეზერვო გუნდში გოლის ავტორი გახდა. "იბაიასთნ" 5:0 მოგებულ შეხვედრაში, ქართველმა შემტევმა მე-3 გაიტანა.

Sportall.Ge

"ალავესი B" ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოა და 15 სექტემბერს "სან იგნასიოს" სტუმრად
დაუპირისპირდება.

ბექა ქავთარაძემ "როტორის" რიგებში გაიტანა, მისი გუნდი კი "აკროვთან" 1:2 დამარცხდა.


"როტორი" , სადაც ილია ბერიაშვილი და ნიკოლაი ყიფიანიც გამოდიან, რუსეთის პირველ დივიზიონში მე-12 ადგილზეა და 15 სექტემბერს "ნეფთეხიმიკთან" გასვლით მატჩს გამართავს.

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანული "ზირას" რიგებში დუბლი შეასრულა და მის გუნდს "კეშლასთან" 2:0 მოაგებინა.



ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში მესამე გაიტანა, "კეშლა" კი 19 სექტემბერს "ნეფთჩს" მისსავე მოედანზე შეხვდება.

ლეგიონერების გოლები კი 10 სექტემბრის ღამით ლევან ელოშვილის კუთხურიდან გატანის შემდეგ დაიწყო - ავსტრიის მეორე ბუნდესლიგაში 23 წლის ქართველმა თავი "ლაპნიცთან" (1:0) გამოიჩინა.


23 წლის ქართველი შემტევის გუნდი 17 სექტემბერს "ჰორნს" ესტუმრება. 

altბელგიური მედია "ჟორჟის" მიმართულებით საქებარ სიტყვებს არ იშურებს, იმედია ჩვენც ასე გაგვახარებს!

altყაზაიშვილის "ულსანის" უგოლო ფრე და უშედეგო შეტევები


მკითხველის კომენტარები / 4 /
მთავარია ნაკრებში ვინ როგორ თამაშობს...
tngh
15:34 12-09-2021
0
რა გუნდებში და ჩემპიონატებში გაგვაქვს გოლები )
dato
14:28 12-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული