ლა ლიგის მეოთხე ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ოსასუნას“ 4:1 სძლია.
მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მეკარე გიორგი მამარდაშვილი კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მატჩი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, ჯერ მსაჯმა დანიშნული პენალტი გააუქმა, შემდეგ კი მონკაიოლამ ანგარიში გახსნა. გაშვებულ გოლში ქართველს ბრალი არ მიუძღვის, as-ი და „მუნდო დეპორტივო“ აღნიშნავენ, რომ ბურთის მოგერიება შეუძლებელი იყო. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს და მაქსი გომესმა სოლერის გადაცემულ ბურთს ერერას კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ხოლო კომპენსირებულ დროში გიორგიმ კიკე გარსიას დარტყმული ბურთი მოიგერია და
პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გედეშმა დუბლი შეასრულა და „ვალენსია“ 3:1 დაწინაურდა. 63-ე წუთზე ბრაშანაცმა მამარდაშვილს მიერ ხელებში დაფიქსირებული ბურთი "წაართვა" და გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გოლი სამართლიანად არ ჩათვალა. 74-ე წუთზე ალდერეტემ თავურით სადებიუტო გოლი გაიტანა, 1:4 და ყველაფერი დასრულდა.
მამარდაშვილმა პრიმერაზე ოთხივე სასტარტო მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ორი გოლი გაუშვა, ხოლო „ვალენსია“ 10 ქულით ლიდერია და 19 სექტემბერს „რეალს“ უმასპინძლებს.
ოსასუნა - ვალენსია 1:4
გოლები: 1:0 მონკაიოლა (8), მაქსი გომესი (26), 1:2 გედეში (50), 1:3 გედეში (54), 1:4 ალდერეტე (74)
ამიტომაც სჯობს მამარდაშვილმა მინიმუმ 25 წლის ასაკამდე ნაკრებისაკენ გამოხედვა არც კი იფიქროს.