მამარდაშვილის მეოთხე მატჩი ლა ლიგაში - "ვალენსია" გალიდერდა და შემდეგ ტურში "რეალს" შეხვდება

AutoSharing Option
ლა ლიგის მეოთხე ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ოსასუნას“ 4:1 სძლია.

მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მეკარე გიორგი მამარდაშვილი კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მატჩი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, ჯერ მსაჯმა დანიშნული პენალტი გააუქმა, შემდეგ კი მონკაიოლამ ანგარიში გახსნა. გაშვებულ გოლში ქართველს ბრალი არ მიუძღვის, as-ი და „მუნდო დეპორტივო“ აღნიშნავენ, რომ ბურთის მოგერიება შეუძლებელი იყო. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს და მაქსი გომესმა სოლერის გადაცემულ ბურთს ერერას კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ხოლო კომპენსირებულ დროში გიორგიმ კიკე გარსიას დარტყმული ბურთი მოიგერია და
პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გედეშმა დუბლი შეასრულა და „ვალენსია“ 3:1 დაწინაურდა. 63-ე წუთზე ბრაშანაცმა მამარდაშვილს მიერ ხელებში დაფიქსირებული ბურთი "წაართვა" და გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გოლი სამართლიანად არ ჩათვალა. 74-ე წუთზე ალდერეტემ თავურით სადებიუტო გოლი გაიტანა, 1:4 და ყველაფერი დასრულდა.

მამარდაშვილმა პრიმერაზე ოთხივე სასტარტო მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ორი გოლი გაუშვა, ხოლო „ვალენსია“ 10 ქულით ლიდერია და 19 სექტემბერს „რეალს“ უმასპინძლებს.

პამპლონა. „ელ სადარი“
ოსასუნა - ვალენსია 1:4
გოლები: 1:0 მონკაიოლა (8), მაქსი გომესი (26), 1:2 გედეში (50), 1:3 გედეში (54), 1:4 ალდერეტე (74)

მკითხველის კომენტარები / 28 /
50/50 იყო, შეიძლებოდა მაგ ბურთის აღება, დააგვიანა რეაქცია
მამუკა
13 სექტემბერი 2021 02:52
18
შენ აიღებდი ალბათ
ჯეკო
13 სექტემბერი 2021 03:56
7
მამარდაშვილს ძალიან ბევრი აქვს სამუშაო თავის თავზე.
ფეხბურთი
13 სექტემბერი 2021 13:04
0
თუ შეიძლება მამარდაშვილის მომენტები (ვიდეო) დადეთ!
aburjga
13 სექტემბერი 2021 08:47
0
სილკ უნივერსალზე იყო რეპორტაჟი.შეგიძლია მაივიდეოზე გადაახვიო და მთლიანს უყურო
სოსო
13 სექტემბერი 2021 16:43
0
ესეთი ბოღმა ხალხი რა ხართ სულ რო ინაწყლებით და ვითომ რამე გაგეგებათ ან რამე იცით მალადეც ვიცი რისი ღირსსებიც ხართ მარა სადაა სამართალი
Gaguuu
12 სექტემბერი 2021 23:25
7
უცხოურ კლუბებში მოთამაშე ,ფულიანი ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებში თავს არ მოიკლავენ ,ეს არის აქსიომა საქართველოს შემთხვევაში,ასე იყო მთელი 30 წელი , ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და იმ ლეგიონერზე ვისთვისაც ნაკრებში თამაში არის უმაღლესი მოვალეობა.მეც მიკვირს ამას ,რომ ვამბობ მაგრამ ესაა სიმართლე, ბულგარეთის ნაკრებში ლეგიონერები ნაკლებად იყო , ჩემპიონატის დონე ჩვენსავით უვარგისია ,მაგრამ ნახეთ ხო რაც გაგვიკეთეს? და უკვე მერამდენედ?!
დევკალიონი
12 სექტემბერი 2021 22:48
12
გეთანხმები.
ფეხბურთში არა გიშავს, აი გრამატიკაში კი, ოოო
სიმართლე
13 სექტემბერი 2021 01:46
3
გიგაშვილი ტამბოვში რომ იყო ცენტრალური მცველი გადასულა კრივოი როგის კრივბასში (უკრაინის პერშა ლიგის [რანგით მეორე] თანალიდერია) და მანდვე არენდით არის დნიპროდან ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო, დინამო ბათუმი) .
მიხაელ
12 სექტემბერი 2021 21:50
1
მიქაუტა შევიდა, 2 ტაიმში.მიდი ჟორჟ
ჟორჟ
12 სექტემბერი 2021 21:40
1
ცენტრიდან რომ გაუშვა გოლი ეგ რა იყო,მორჩა არ ეღირსება აწი ძირითადს
beqa q
12 სექტემბერი 2021 20:29
73
ყოჩაღ ბექა! შენ აბსოლიტური სიზუსტით შეგიძლია შეარჩიო მოთამაშის ადგილმდებარეობა, ის მოედნის ცენტრში იმყოფება თუ საჯარიმო ხაზთან, თან იმ დროს, როცა ხელს არავინ უშლის :)
ირაკლი
12 სექტემბერი 2021 21:58
4
ბვერი მიხვდება მამარდაშვილის მაგალითზე რომ ნაკრები ზოგჯერ მკვლელიცაა პროფესიული ფეხბურთელის, ალბათ უტიფრობის და გაუტეხელობის დიდი ზღვარი უნდა გქონდეს რომ ნაკრებში გინდოდეს ყოფნა. ერთი საქმეა თანაკლუბელები,მეორე საქმეა პირადულში და ამხანაგურში პასუხისმგებლობისაგან "თავისუფალი" ნაკრების წევრები, რომლებიც ხშირად ვერც კი ხვდებიან თუ რა მოვალეობა აკისრიათ.
ამიტომაც სჯობს მამარდაშვილმა მინიმუმ 25 წლის ასაკამდე ნაკრებისაკენ გამოხედვა არც კი იფიქროს.
jango
13 სექტემბერი 2021 15:23
1
ის პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი თუ აღზრდილი გეტესბი რატო გაუშვეს პსჟ-დან ინფო ხო არ გაქვთ?
ika
13 სექტემბერი 2021 07:33
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული