მასპინძელთა გუნდის სასტარტოშია ტრავმამორჩენილი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, აგრეთვე თავდამსხმელი ჯორჯე დესპოტოვიჩი. სტუმართა გუნდის განაცხადშია ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე.
ექვსი ტურის შემდეგ „რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგაში თერთმეტი ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „ურალი“ ორი ქულით უკანასკნელ, მეთექვსმეტეზე.