ბერიძე დაბრუნდა და გოლიც გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"უიპეშტის" 24 წლის თავდამსხმელმა გიორგი ბერიძემ ტრავმა მოირჩინა და უნგრეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში გოლი გაიტანა.

ბერიძემ "ზალაეგერშეგისთან" საშინაო მატჩის მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა და 73-ე წუთზე შეცვალეს. მთავარი მოვლენები კი ამის შემდეგ განვითარდა. სტუმრებმა 82-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, 90+2-ე წუთზე მასპინძლები ბეილოშმა დააწინაურა, ხოლო 90+3-ე წუთზე "ზალაეგერშეგიმ" კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გაათანაბრა ანგარიში - 2:2. აღსანიშნავია, რომ 70-ე წუთიდან ბუდაპეშტური გუნდი კაცნაკლული თამაშობდა.

ბერიძემ მიმდინარე ჩემპიონატზე 2 მატჩში 1 გოლი გაიტანა, "უიპეშტი" კი 3 ქულით ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა და 26
სექტემბერს "ფერენცვაროშს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სანიოლის ამდენი ექსპერიმენტის კვალობაზე ეს კაციც ცადოს ბარემ, გოლები მაინც გააქვს. საინტერესოა გამოძახებულებიდან ვის და რამდენი გოლი აქვს გატანილი იქ სადაც თამაშობენ?
სოსო
08:58 14-09-2021
0
ძაან ნიჭიერი ფეხბურთელია
irakli
07:31 14-09-2021
0

სიახლეები პოპულარული