ყაზაიშვილმა მიზანი ვერ გაისწორა - "ულსანმა" პენალტებში გაიმარჯვა

AutoSharing Option
აზიის ჩემპიონთა ლიგის ერთრაუნდიან მერვედფინალურ შეხვედრაში, მოქმედი ჩემპიონი, ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაი" იაპონურ "კავასაკი ფრონტალეს" საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელებმა 3:2 გაიმარჯვეს.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გაილია. 38-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა საჯარიმოს კუთხიდან არაზუსტად დაარტყა. ვაკომ ძირითადი დროის ბოლოს, 85-ე წუთზეც სცადა გატანა, თუმცა მიზანი ვერ გაისწორა. ყაზაიშვილი 88-ე წუთზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, "ულსანმა" ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა, ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე კი 3 გოლი და 2 საგოლე გა
დაცემა იყო.

altვაკო ყაზაიშვილის ბრწყინვალე გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე [VIDEO]

altყაზაიშვილის "ულსანის" უგოლო ფრე და უშედეგო შეტევები




მკითხველის კომენტარები / 5 /
ყაზაიშვილის ფეხბურთი დამთვარდა. 28-29 წლის ფეხბურთელს რომ 5 წელია! რეგრესი აქვს დაწყებული, რაზეა ლაპარაკი. ჰოლანდიიდან ამერიკა და ამერიკიდან კორეა… სულ უარესი და უარესი. სადაც მეტს უხდიან. არა და ეთამაშა ჰოლანდიაში 30-31 წლამდე, მოენდომებინა და მერეც გადავიდოდა ამერიკაში 2-3 წლით. მაგრამ არ აქვთ მოტივაცია. განა ეგ ცუდია :) ყველა ისე ცხოვრობს როგორც უნდა. თავისი პრიორიტეტებით მაგრამ ნაკრებში მაინც ნუ იძახებთ ამ არაპროფესიონალებს. ვისაც უყვარს ფეხბურთი და ბრძოლობს, იმას რატომ უკლავთ ჟილკას ამ მარიაჟების წინ წამოწებით
რაღადროს ვაკოა
21:08 14-09-2021
2
მიზანს რონვერ ისწორებს დიდი ხანია და მაინც იძახიან-ჩვენი ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელიაო ამაშია პრობლემა..
არაფერს ვერჩი,მაგრამ უკრაინაში რო თამაშობს სიჭინავა-6 გოლი ჰქონდა წინა სეზონში.. თავდამსხმელმა უკრაინის ლიგაში 18-20 გოლი უნდა გაიტანოს რო სანაკრებო დონის იყოს(იმ ბიჭს არაფერს არ ვერჩი,უბრალოდ რო ვიცოდეთ-ნაკრები არის დონე სადაც ესპანეთს უნდა ეთამაშო და გერმანიას-ასე რომ მარტო "კაკაბაძემ ითამაშა 70წუთი და აბურჯანიამ ითამაშა 85 წუთი" არ კამარა- თავის Bკლასის ლიგებში უნდა დაფრინავდნენ-მაშინ მივაღწევთ წარმატებას..
Levani
20:20 14-09-2021
0

სიახლეები პოპულარული