ყაზანის "რუბინის" 23 წლის ახალწვეულ ანდრეს დრაიერის გაბრწყინების შემდეგ, რუსულმა ტელეკომპანია THB-მ "მიტდიულანდის" ყოფილი მოთამაშე განსაკუთრებიოთ შეაქო, ხვიჩა კვარაცხელია კი გააკრიტიკა:
"როგორც ჩანს, დანიელი ახალწვეული კვარაცხელიას მალე დაჩრდილავს - დრეიერს მარგი ქმედების კოეფიციენტი უკეთესი აქვს.
რა თქმა უნდა, ანდრესი ხვიჩას მსგავსი დრიბლინგით ვერ გამოირჩევა, თუმცა სხვა ყველაფერი გააჩნია.
კვარაცხელიას საგოლე პასი? - ეს ის შემთხვევაა, როცა ის გოლად მისმა ავტორმა აქცია.
ქართველი გარემარბი ტრადიციულად, ბურთს დიდხანს ატარებდა და ასეთივე სიხშირით კარგავდა - ამან ნათლად გამოაჩინა, რატომ ვერ გადაბარგდა ევროპულ გრანდში."
16:30 14-09-2021
"ამ თამაშმა გამოაჩინა, კვარაცხელია გრანდში რატომაც არაა" - რუსული მედია
AutoSharing Option
სიახლეები
პოპულარული
ხვიჩა არის უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელი.მას არც ცაში აყვანა და ქება-დიდება უთხოვია, არც ყოველ საგოლე პასზე სტატიების მიძღვნა. აკეთებს თავის საქმეს მშვიდად და იმედია ასე გააგრძელებს.
რამდენი ხანია ასეთი ხმაურიანი ვარსკვლავი არ გვყოლია, ყოველი მისი ნაბიჯი რომ პრესაში განხილვის საგანი ხდება. არმინდა, რომ ამან მასზე ცუდად იმოქმედოს.
ქართველებს საერთოდ არ გვყოლია და გამოცდილებაც არ გვაქვს როგორ მოვექცეთ.
ერთი რაც ვიცით, ცუდად მოქცევაა და ცუდი კომენტარების წერა.
სხვა არაფერში ვარგა ჩვენი პუბლიკა.
მე პირადად ადეკვატური ანალიზის გამკეთებელი ძალიან ცოტა მინახავს აქ.
ვინ როგორ უნდა გამაბრაზოს და შემძულდეს ცხოვრებაში, რომ ვინმეს გარეგობას შევეხო.
მითუმეტეს 20 წლის ბიჭის, რომელიც ახლა გამოვიდა თინეიჯერობის ასაკიდან, და თქვენ საერთოდ წარმოდგენა გაქვთ გარეგნობაზე ყურადღების გამახვილება რას ნიშნავს?
ევროპაში პირველად ამას ასწავლიან და რავიცი...
თუ მისი თამაში არ მოგწონთ, მისი თამაში გაკრიტიკეთ. ან მოედნის არსწორი ხედვა მაგალითად...
დაუჯერებელია, აქ, სპორტულ გვერდზე, იმისთვის შემოდიან რომ ადამიანის გარეგნობას შეეხონ. სხვა გულშეატკივარმა რა ვქნათ, ვისაც სპორტზე საუბარი გვინდა?
თქვენ გისმინოთ, წვერი ან თმის სიგრძე რომ არ მოგწონთ ვინმესი?
ჩვეულებრივად ჯუნგლებში ვცხოვრობთ მოკლედ.
იმედია ამ ბიჭის ყურამდე არ მივა აქ დაწერილი საოცრებები.
დღითი დღე ვრწმუნდები, რომ არ ვინსახურებთ ნიჭიერ ადამიანებს.