"ამ თამაშმა გამოაჩინა, კვარაცხელია გრანდში რატომაც არაა" - რუსული მედია

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის"  23 წლის ახალწვეულ ანდრეს დრაიერის გაბრწყინების შემდეგ, რუსულმა ტელეკომპანია THB-მ "მიტდიულანდის" ყოფილი მოთამაშე განსაკუთრებიოთ შეაქო, ხვიჩა კვარაცხელია კი გააკრიტიკა:

"როგორც ჩანს, დანიელი ახალწვეული კვარაცხელიას მალე დაჩრდილავს - დრეიერს მარგი ქმედების კოეფიციენტი უკეთესი აქვს.

რა თქმა უნდა, ანდრესი ხვიჩას მსგავსი დრიბლინგით ვერ გამოირჩევა, თუმცა სხვა ყველაფერი გააჩნია.

კვარაცხელიას საგოლე პასი? - ეს ის შემთხვევაა, როცა ის გოლად მისმა ავტორმა აქცია.

ქართველი გარემარბი ტრადიციულად, ბურთს დიდხანს ატარებდა და ასეთივე სიხშირით კარგავდა - ამან ნათლად გამოაჩინა, რატომ ვერ გადაბარგდა ევროპულ გრანდში."

alt

ხვიჩა საგოლე პასით დაბრუნდა - დებიუტანტმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და "რუბინს" "ზენიტთან" მატჩი ელის [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 86 /
ეს ის შემთხვევაა როცა გამოვლინდება ხვიჩიას ხასიათი, თუ დაიგრუზა და ყურები ჩამოყარა დარჩება საშუალო დონის ფეხბურთელად, თუ ამ ყველაფერმა პირიქით გააბრაზა, მოტივაცია მისცა და გაათმაგებული ენერგიით შეუდგა საქმეს რათა დაადუმოს ყველა და დაამტკიცოს რომ ამხელა ავანსები მასზე ტყუილად არ გაცემულა, მაშინ მართლა დიდ ფეხბურთს ითამაშებს
გიგი
14 სექტემბერი 2021 17:49
2
პირიქით არ დაუწყია ბურთის თრევა და ეგრევე პასს აკეთებდა ,რაც კომენტატორებმა არაერთხელ აღნიშნეს, მშვენივრად ითამაშა და რათქმაუნდა გამორჩეული იყო ,დრაიერს კი ძალიან გაუმართლა ,სტატიის ავტორს (რუსეთის)ის აწუხებს უფრო რატო უცებ მარადონა არაა ხვიჩა და სამ მცველს ერთად რატომ არ ატყუებს,ეს უფრო იკითხება მანდ ,დრაიერი კი ზენიტის დაცვასთან გამოჩნდება რაც არის ,არ დაგავიწყდეთ დესპოტოვიჩიც მოედანზე იყო და მთელი ყურადღება ხვიჩასა და დესპოტზე იყო ,ამ დროს დრაიერზე არანაირი მეურვეობა არ იყო.
დევკალიონი
14 სექტემბერი 2021 20:15
2
დრაიერი 23 წლის არის და ხვიჩა 20 ის. აქ ზოგიერთებმა 20 წლის ბიჭს კარიერა დაუმთავრეს და მის დაღუპვაზე საუბრობენ განუწყვეტლივ. ჯანსაღი კრიტიკა კარგია, თუმცა არ ვფიქრობ ეს ჯანსაღი იყოს, რაც ახლა წავიკითხე.
ხვიჩა არის უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელი.მას არც ცაში აყვანა და ქება-დიდება უთხოვია, არც ყოველ საგოლე პასზე სტატიების მიძღვნა. აკეთებს თავის საქმეს მშვიდად და იმედია ასე გააგრძელებს.
რამდენი ხანია ასეთი ხმაურიანი ვარსკვლავი არ გვყოლია, ყოველი მისი ნაბიჯი რომ პრესაში განხილვის საგანი ხდება. არმინდა, რომ ამან მასზე ცუდად იმოქმედოს.
ქართველებს საერთოდ არ გვყოლია და გამოცდილებაც არ გვაქვს როგორ მოვექცეთ.
ერთი რაც ვიცით, ცუდად მოქცევაა და ცუდი კომენტარების წერა.
სხვა არაფერში ვარგა ჩვენი პუბლიკა.
მე პირადად ადეკვატური ანალიზის გამკეთებელი ძალიან ცოტა მინახავს აქ.
Thomas
14 სექტემბერი 2021 19:55
4
სრულად გეთანხმები ძამია. ამ ბიჭს ვაცალოთ რა... თავად ამტკიცებს თამაშით, რისი მაქნისიც არი! საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ორი გოლი აქვს მხოლოდ გატანილი. ავტორიც ნახეთ და გოლებიც... მერე იბლატავეთ, პროფესორებო!!!
Mazzola
14 სექტემბერი 2021 20:11
1
სისულელეა, მშვენივრად ითამაშა.
ჯუჯი
15 სექტემბერი 2021 00:09
2
კრიტიკა კარგია მალე დაადუმებს კვარა ჯერ ახლა არ გამოჯამრთელდა ზამთარში დაგტოვებთ აუცილებლად ❤✌✌✌სულ ჯმართელი გვეყოლე ერს კვარა ❤❤❤❤
ემიგრანტი
15 სექტემბერი 2021 01:23
0
ამ თამაშმა მხოლოდ ის აჩვენა, რომ ხვიჩა "ცალი ფეხითაც" კი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი რუსი ფეხბურთელი.
რეზო
14 სექტემბერი 2021 19:15
2
გუშინ დავწერე, მაგრამ ალბათ "გამორჩათ", აი რა, კაი ხანი მომიწია ცენტრ.ევროპაში ცხოვრებამ, და მივხვდი რომ, ვიზუალს გადამწყვეტი თუ არა დიდი ყურადრება ექცევა, ჩრდ.კავკასიელებმა, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ან "რუსიადან" ჩავიდნენ არცთუ მთლად პოზიტიური კვალი დატოვეს, მოუვლელი თმით და წვერით ჩასული მოქალაქე ერთგვარ დისტანცირებას იწვევს. ეს ჩვენი ახალგაზრდა ტალანტი, თვითონ თუ ვერ ხვდება, იქნებ ურჩიოს ვინმემ, ცოტა საკუთარ ვიზუალს და იმიჯს მიაქციოს ყურადღება. წვერი მესისაც აქვს, მაგრამ მოვლილი და დავარცხნილი, შეხედეთ კრიშტიანოს ან ნეიმარს, რაღა შორს მივდივარ, კალაძე "არმანის" სახე იყო მილანში! ფეხბურთი ბიზნესია და სანახაობა, შოუს ელემენტებით, პუბლიკა დიდ ფულს იხდის, და როცა უმიზნებ სუპერ კლუბებს, ევროპაში და ამხელა თანხაზეა საუბარი, დრიბლინგს მიღმა ვალდებულუ ხარ დახვეწო შენი იმიჯი, მანერები, ლექსიკა და უბრალოდ თავი წესრიგში მოიყვანო, ვიზუალი რომელიც რუსეთის "გლუბინკაში" მოსულა, ევროპელებისთვის ძირითადში გაუგებარია. მადლობა, იმედია ამჯერად არ "გამოგრჩებათ.
ვიქტორ
15 სექტემბერი 2021 10:25
8
ევროპაში ამდენ ხანს თუ იცხოვრეთ, ის ვერ ისწავლეთ, რომ ადამიანის გარეგნობაზე დაბულინგება ყველაზე სულმდაბალი საქციელია?
ვინ როგორ უნდა გამაბრაზოს და შემძულდეს ცხოვრებაში, რომ ვინმეს გარეგობას შევეხო.
მითუმეტეს 20 წლის ბიჭის, რომელიც ახლა გამოვიდა თინეიჯერობის ასაკიდან, და თქვენ საერთოდ წარმოდგენა გაქვთ გარეგნობაზე ყურადღების გამახვილება რას ნიშნავს?
ევროპაში პირველად ამას ასწავლიან და რავიცი...
თუ მისი თამაში არ მოგწონთ, მისი თამაში გაკრიტიკეთ. ან მოედნის არსწორი ხედვა მაგალითად...
დაუჯერებელია, აქ, სპორტულ გვერდზე, იმისთვის შემოდიან რომ ადამიანის გარეგნობას შეეხონ. სხვა გულშეატკივარმა რა ვქნათ, ვისაც სპორტზე საუბარი გვინდა?
თქვენ გისმინოთ, წვერი ან თმის სიგრძე რომ არ მოგწონთ ვინმესი?
ჩვეულებრივად ჯუნგლებში ვცხოვრობთ მოკლედ.
იმედია ამ ბიჭის ყურამდე არ მივა აქ დაწერილი საოცრებები.
დღითი დღე ვრწმუნდები, რომ არ ვინსახურებთ ნიჭიერ ადამიანებს.
Sommer
15 სექტემბერი 2021 15:12
0
ეგ ყველაფერი პირიქითაა, ჩამორჩენილი ქართველი თუ გააკეთებს ვინმეს ვიზუალზე რეაქციას, თორე ევროპას არავის ვიზუალი არ აინტერესებს თქვენგან განსხვავებით. ამით მართლა გვჯობნიან და მენტალობაც ამიტომაა განსხვავებული. ქართველის ინტერესში მუდამ შედის, ვის რამხელა წვერი აქვს და ვის რა აცვია. ამაზე დაბლა უკვე აღარაფერია. გილოცავთ
Thomas
15 სექტემბერი 2021 13:03
2
ყველა გამოხმაურება
დღეს ეს ბიჭი არის ჩვენთვის იგივე, რაც ბეილი უელსისთვის, მესი არგენტინისთვის და ნეიმარი ბრაზილიისთვის. აქვს უდიდესი პოტენციალი იმისთვის, რომ მარტო ჩვენთვის კი არა, მსოფლიო ფეხბურთისთვის იქცეს უმნიშვნელოვანეს ვარსკვლავად. მე მჯერა, რომ თავდაუზოგავი შრომის,„რუბინიდან“ წასვლის და აგენტის გამოცვლის შედეგად ის შეძლებს უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას და თავის ნანატრ ლიგასაც მოიგებს. ვინც ასე არ ფიქრობს და ვისაც ამის იმედი არა აქვს, გულშემატკივარი კი არა, ბოღმით გაბერილი შარდის ბუშტია. წერტილი.
ქომაგი
14 სექტემბერი 2021 21:30
6
ხვიჩას აქვს ბევრი პლიუსები მაგრამ არის კომპონენტები რაც დასახვეწი აქვს მაგ გოლები და საგოლე გადაცემები ამ კომპონენტში უნდა მოუმატოს აგერ ახალად დამატებულმა ფეხბურთელმა პირველივე თამაში ჰერთრიკი გააკეთა იქ აზმუნს გაქვს ზენიტში იმდენი გოლი ხვიჩამაც უნდა დაიწყოს გოლები გატანა რომ დაუმტკიცოს და დანახოს საკუთარი თავსი ფასი და კლასი ტოპ გუნდებს რომლებმაც იჭოჭმანეს მისი ყიდვა წელს.
ზურა
14 სექტემბერი 2021 19:32
2
კი დახვეწა კარგია მაგრამ საგოლე გადაცემებს თუ ხეები უფუჭებენ ეგეც თვითონ უნდა გამოასწოროს ისევ? კარგი, და გოლები რა შუაშია თავდამსხმელად დააყენა ვინმემ? ეგ არის მგონი ფლანგელი და რა ევალება ფლანგელს? სულ საჯარიმოში გდება და საკუთარ გოლებზე ეგოისტურად მუშაობა თუ ფლანგიდან ფინტები დრიბლინგით შევარდნა და მომენტების გაკეთება პასის მიცემა თავდამსხმელზე? ის რომ მხოლოდ 4 გაიტანა მაგაზე ლაპარაკი სასაცილოა ისე ამბობენ თითქოს ცენტრალურ თავდამსხმელად დააყენა ვინმემ
Pretenziebi
14 სექტემბერი 2021 19:50
2
Pretenziebi მეც სულ მაგას ვიძახი ! ისე სთხოვენ ხვიჩას გოლების გატანეს თითქოს მიულერის სტილის და ადგილის ფეხბრთელი იყოს ! მისი მთავარი ამოცანაა საგოლე პასების გაკეთება და მისი ბრალი არაა ხისთავა თანაგუნდელები რომ ყავს ! გუნდში რომ ყოლოდა მიულერის თუ არა სენგელიას დონის გამტანი მაშინ წინა სეზონში სულ ცოტა 15 საგოლე პასი ექნებოდა ! და რაც შეეხება თამაშის სტილს სლუცკი და სხვებიც იმიტომ აფასდებენ რომ როცა ბურთს იღებს მასთან მინიმუმ ორი მეტოქე დგას და საჯარიმოსთან მესამეც ჩდება და მეოთხესაც თვალი უჭირავს მისკენ ! (ბისაც არ ჯერა ის მომენტები დაასტოპონ ხვიჩა საჯარიმოსთაბ რომაა ბურთით)და აი ზუსად აქ უნდა გამოიყენონ მისმა პარტნიორებმა ეს მომებტი როცა თავისუფალი ადგილები გაჩდება მეტოქის დაცვაში მაგრამ ის ხისთავა ტუგადუმები ვერ ახერხებენ გახსნას და პასის მიღებას @ და ეხლა იმედი გაჩდა რომ ეს დრაიერი მაინც აუბავს მხარს და გამოიყენებს ხვიჩას პასებს
ზურა222
15 სექტემბერი 2021 00:03
0
სანამ გვიან არ არის ხვჩა უნდა გამოვწიწკნოთ რუსეთს.
ილია
14 სექტემბერი 2021 20:16
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული