"გენტი" ესტონეთშია, ჩაკვეტაძეზე კი ისევ ცოტა ვიცით...

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ბელგიური "გენტიც" ემზადება. სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძემ ჟუპილერ ლიგის უკანასკნელი ტური გამოტოვა. სხვადასხვა ბელგიურ სააგენტოს თუ დავეყრდნობით, ქართველი ნახევარმცველი "ფლორასთან" ესტონეთში გასამართი მატჩის შემადგენლობაშიც არ მოიაზრება.

"გენტი", ისევე როგორც ნებისმიერი კლუბი, ტრავმირებულების შესახებ ოფიციალურად აცხადებს. ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ინფორმაციის მოპოვება ყოველთვის რთულია. მთავარი მწვრთნელის მხრიდან მას ნაკლები ნდობა რომ აქვს, ეს ფაქტია.

საქართველოს ნაკრების წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის სანაკრებო კურატორმა ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა: "თუ ჩაკვეტაძე მაქსიმალურად ბევრს ითამაშებს, ოპტიმალურ ფორმას მალე დაუბრუნდება, მნიშვნელოვანია ის კლუბში უფრო მეტად
დაიტვირთოს."  სამწუხაროა, რომ გიორგი "შარლერუასთან" (2:3) საერთოდ ვერ ვიხილეთ. შესაძლოა, სანაკრებო შეხვედრების შემდეგ, მას დასვენების საშუალება მისცეს.

"გენტი" კი "ფლორასთან'" ფავორიტად მიიჩნევა - ბელგიელებს აშკარად უკეთესი შემსრულებლები ჰყავს და ბელგიის ჩემპიონატიც ესტონეთისას აღემატება.

შეგახსენებთ, ამავე ჯგუფშია თემურ ქეცბაიას, გიორგი ლორიას, ნიკა ნინუასა და ნიკა კაჭარავას "ანორთოსისი", რომელიც სერბულ "პარტიზანს" მასპინძლობს.

altბულგარეთი-საქართველო. როგორც იქნა - მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე სასტარტოში!

alt"თუ ჩაკვეტაძეა ფორმაში და გლეჯს ყველაფერს იგებს გუნდი, თუა ფორმაში კვარაცხელია ანგრევს და იტანს, თუ არ არის არცერთი..." - ლევან სალუქვაძე

 

altჩაკვეტაძე ამოქმედდა - საგოლე პასი "მეხელენთან" [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 14 /
თუ ესტონეთში თამაში ხელოვნურ მოედანზე იქნება, მაშინ შეიძლება არ შეიყვანონ განაცხადში. სინთეტიკურ საფარზე ტრავმის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე ბალახზე. ანალოგიურ შემტხვევაში ადრე უკვე დაზოგეს. კარგია, რომ უფრთხილდებიან.
ქ. გ.
09:54 16-09-2021
0
თუ ამ სეზონში არ ათამაშდა მომავალ სეზონში სამწუხაროდ ალბათ მართლა მოუწევს ტრაპზონში ან რუბინში ეგეც თუ გაუმართლებს
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული