გუშინ, 15 სექტემბერს, ბელგიური სერენი თასზე ქვედალიგელ "ლოკერენტემსეს" დაუპირისპირდა. შეხვედრა 3:0 დასრულდა, ჩვენ და სასიხარულოდ, სამივე გოლი გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა.
გთავაზობთ გამოხმაურებას, თუ რას წერდნენ გულშემატკივრები თამაშის მიმდინარეობისას და დასრულებისთანავე:
"გულწრფელი ვიქნები და ვიმედოვნებ, ის ასე ბელგიის ჩემპიონატშიც გამოიჩენს თავს"
"რაკეტაა ეს ბიჭი, ჩვენ ლიჟის "სტანდარტის" წინააღმდეგ თამაში მასთან ერთად უნდა დაგვეწყო"
"შევირგოთ დარჩენილი თვეები, რადგან ის "სერენის" შემადგენლობაში ცეცხლს დიდი ხნის განმავლობაში არ დაანთებს და წავა"
"ოფიციალურად, ბელგიის საუკეთესო თავდამსხმელი დაბრუნდა"
"წარმოდგენაც არ მაქვს ლიჟის "სტანდარტის" წინააღმდეგ ძირითად თერთმეტეულში
რატომ არ ათამაშეს, მისი ადგილი სასტარტო შემადგენლობაშია, ის წარმოუდგენლად ძლიერი თავდამსხმელია"
"ეს ბიჭი მაოცებს, ის შესანიშნავია"
"ეს მას დაეხმარება, რომ ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში მთავარი მწვრთნელის ნდობა მოიპოვოს"
"კრიშტიანოსა და ლუკაკუზე ვსაუბრობდით, ჩვენ კი მიქაუტაზე გვყავს"
შეგახსენებთ, ბელგიის უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩს "სერენი" "ანტვერპერთან" წინააღმდეგ 19 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს.