კიტეიშვილი ფაბრეგასის წინააღმდეგ, ქეცბაიას დაბრუნება და ქართველების დაპირისპირება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგამ ქართველი ლეგიონერების გარეშე ჩაიარა, ევროპა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე კი 8 ჩვენებური ჩაერთვება.

"შტურმის" კარგ თამაშზე ოთარ კიტეიშვილის გავლენის შესახებ საკმაოდ ბევრი იწერება და "მონაკოსთან" დაპირისპირებისთვის მისი დაბრუნება გრაცელებისთვის მნიშვნელოვანი იყო.

ქართველი ნახევარმცველის გუნდს ჯგუფში სერიოზული მეტოქეები ჰყავს და პირველ ტურსაც რთული სტუმრობით იწყებს.

"მონაკო" იმ სიძლიერის არაა, როგორც თუნდაც რამდენიმე წლის წინ, თუმცა ნიკო კოვაჩის გუნდი სოლიდური მეტოქეა. ფრანგთა რიგებში 34 წლის ტიტულოვანი სესკ ფაგრებასი გამოდის. ასე რომ, მოედნის ცენტრში ქართველი და ესპანელი ნახევარმცველების დაპირისპირება გველის. 

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ამავე ჯგუფში "პსვ" "რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს.

ევროპის რანგით მეორე ლიგის გათამაშებაში ლაშა დვალსა და გიორგი ხარაიშვილს ვერ ვიხილავთ - ისინი "ფერენცვაროშის" ჯგუფური ეტაპის განაცხადში არ არიან.

Sportall.Ge

თემურ ქეცბაია კი "ანორთოსისს" ევროტურნირების ჯგუფში ისევ აბრუნებს.

2008-09 წლების სეზონში ქართველმა სპეციალისტმა ფამაგუსტულ კლუბთან ერთად სენსაცია შემოგვთავაზა - ჯერ "პიუნიკი", "რაპიდი" და "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი "ინტერს", "ვერდერსა" და "პანათინაიკოსს" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.

ჟოზე მოურინიოს მილანურ გრანდს ბერძნულ კლუბთან უმოტოვაციო შეხვედრა რომ არ დაეთმო, "ანორთოსისი" უფრო შორს გასვლას შეძლებდა.
დაველოდოთ, ახლა რის შემოთავაზებას შეძლებენ...

"პარტიზანთან" საშინაო შეხვედრაში გიორგი ლორია ნამდვილად ძირითად შემადგენლობაში იქნება. ნიკა ნინუას გარკვეული დრო აუცილებლად უნდა მიეცეს, ნიკა კაჭარავა კი ისევ არ ჩანს...

"ჩვენ ძალიან დიდი ევროპული გამოცდილების მქონე გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო და სამი ქულის მოპოვება გვინდა. გუნდიდან თითქმის ნახევარი წავიდა, მაგრამ სწორი მენეჯმენტით ახლა კონფერენს ლიგის ჯგუფში ვართ" - განაცხადა ქეცბაიამ.

დაპირისპირება ჩვენი დროით 23:00 საათზე შედგება.

ამავე ჯგუფში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" ესტუნურ "ფლორას" ესტუმრება (20:45 სთ). იმედია, ქართველ ნახევარმცველს თამაშის საშუალება მიეცემა...

Sportall.Ge

ბრატისლავაში კი ქართველების დაპირისპირებას გაიმართება - გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას "სლოვანი" დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენს" უმასპინძლებს. მატჩის დაწყების დრო 20:45 სთ-ია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობის ბოლოს, სლოვაკთა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა ხოჭოლავას მისამართით გარკვეული უკმაყოფილება გამოთქვა...

ჯგუფის კიდევ ორი წევრი "პაოკი" და "ლინკოლნი" არიან.

alt"გენტი" ესტონეთშია, ჩაკვეტაძეზე კი ისევ ცოტა ვიცით...

altკაშია: ხოჭოლავამ მითხრა, რომ გამარჯვებისთვის მოდის


მკითხველის კომენტარები / 8 /
დღეს მხოლოდ ქეცბაიას იმედი მაქვს
მუჯაჰედირი მეგონა
11:20 16-09-2021
2
დრეს მოქმედ ჩვენს ფეხბურთელებს შორის ოთარ კიტეიშვილი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია...
tngh
15:23 16-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული