lesoir წერს:
"გიორგი დაბრუნდა იმისთვის, რაც ყველაზე უკეთ ეხერხება - გოლების გასატანად! ქართველი ფორვარდის გიჟურმა კლასმა მალევე იფეთქა. ის "სტანდარტთანაც" თამამად ჩაერთო, თუმცა კარის აღება ვერ მოახერხა, მატჩის შემდეგ კი აღნიშნა, რომ ეს მალე აუცილებლად მოხდებოდა.
რა თქმა უნდა, მეტოქე სერიოზული არ იყო, მაგრამ მთელმა გუნდმა, მათ შორის მიქაუტაძემ, ძალიან მოინდომეს. ამავდროულად, მთავარ მწვრთნელს როტაციის საშუალება მიეცა.
მიქაუტაძე, რომელიც "გოლების მანქანაა", ისევ ამუშავდა და ყველაფერ ამას მარტივად, მშვიდად და ღიმილით აკეთებს."
ქართველ ლეგიონერს მეტოქის
დამარცხებული "ლოკერენ ტემსეს" კაპიტანმა სტივენ შიურმანმა კი განაცხადა, რომ ეგონა, მათ წინააღმდეგ გამანადგურებელი თვითმფრინავი იყო, თუმცა ის გიორგი მიქაუტაძე აღმოჩნდა - ამის შესახებ nieuwsblad-ი წერს.