შეგახსენებთ, ყოველი ეტაპის შემდეგ, ტიტულისთვის ბრძოლას 20 მონაწილე ეთიშება. ყაზანის "რუბინის" გარემარბი თავდაპირველად, ლიდერებს შორის იყო, თუმცა საბოლოოდ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა.
ამჟამად, მოწინავე სამეულში უკრაინის ნაკრებისა და კიევის "დინამოს" მცველი ილია ზაბარნი (27%), ესპანელი პედრი (14.8) და "სამპდორიას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი მოჰამედ იჰატარენი (13.4) არიან.
იქედან გამომდინარე, რომ უკანასკნელ ეტაპზე, საქმეში ჟიურიც ერთვება, დიდი შანსია, გამარჯვებული "ბარსელონელი" პედრი გახდეს.
"მანჩესტერის" შემტევის პროგრესი და ხვიჩას მე-4 ადგილი - Golden boy 2021
ხვიჩა უნდა წავიდეს რუსეთიდან თუ მას უნდა რომ მაღალი კლასის ფეხბურთელი გახდეს რუსეთის ჩემპიონატი არის დაბალი კლასის პირველობა უბრალოდ ბევრი ფულია ჩადებული და გაპიარებული თორე კლუბების რეალური ძალა ჩანს ევროთასებზე სადაც რუსულ გუნდებს ანადგურებენ ყოველ წელს თითქმის ყველა რუსული გუნდი ჯგუფში რჩება რუსულ გუნდებს არამხოლოდ ტოპ ლიგის გუნდები უგებენ უპრობლემოდ აგერ უკვე უგებენ პოლონეთის ავსტრის დანის ბელგის და შვეიცარის გუნდებიც და ხვიჩა რომ გადავიდეს თუნდაც საშუალო კლასის ევროპის ჩემპიონატის კარგ გუნდში მაგ ბრუგე ზალსბურგი პსვ ან იანგ ბოისი დარწმუნებული ვარ 1-2 წელიწადში მეტი შანსი აქვს გრანდში მოხვედრის ვიდრე ყაზანის რუბინიდან მაქედან ერთადერთი გზა მიდის ისევ რუსულ კლუბამდე ან სპარტაკამდე ან ზენიტამდე ან კრასნოდარამდე და იგივე ჭაობში დარჩენამდე მანდ დიდხანს დარჩენა არ შეიძლება თორე გაიზიარებს ანანიძის და კვირკველიას ბედს და მერე ვიტყვით რომ ტალანტი დავკარგეთ.
ყურადღების ცენტრში მოექცა და ეგ უკვე კარგია.
ზამთარში რუსეთიდან უნდა წავიდეს.
ერთადერთი იმის მეშინია, მძიმე ტრავმა არ მიიღოს და არ ჩარჩეს. სხვა შემთხვევაში მგონია, რომ აუცილებლად გადავა.
წარმატებები!