კვარაცხელია Golden Boy-სთვის ბრძოლას გამოეთიშა

AutoSharing Option
იტალიური Tuttosport-ის მიერ Golden Boy 2021-ის გამოვლენა გრძელდება, თუმცა 40 ნომინანტს შორის ხვიჩა კვარაცხელია აღარ ფიგურირებს.

შეგახსენებთ, ყოველი ეტაპის შემდეგ, ტიტულისთვის ბრძოლას 20 მონაწილე ეთიშება. ყაზანის "რუბინის" გარემარბი თავდაპირველად, ლიდერებს შორის იყო, თუმცა საბოლოოდ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა.

ამჟამად, მოწინავე სამეულში უკრაინის ნაკრებისა და კიევის "დინამოს" მცველი ილია ზაბარნი (27%), ესპანელი პედრი (14.8) და "სამპდორიას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი მოჰამედ იჰატარენი (13.4) არიან.

იქედან გამომდინარე, რომ უკანასკნელ ეტაპზე, საქმეში ჟიურიც ერთვება, დიდი შანსია, გამარჯვებული "ბარსელონელი" პედრი გახდეს.


alt"მანჩესტერის" შემტევის პროგრესი და

ხვიჩას მე-4 ადგილი - Golden boy 2021

მკითხველის კომენტარები / 19 /
ხვიჩა არსად არ წახვიდე შენი გულისთვის დავდივარ სტადიონზე. და არა მარტო მე.ბოლომდე უერთგულე გუნდს, როგორც სტივ ჯერარდმა ლივერპულს
რენატ
01:43 18-09-2021
1
წინა ჩემპიონატის დაბოლოება ვერ ითამაშა.ახალი დაიწყო და ისევ დაიმტვრა,კაი ხანი გამოტოვა...რა გასაკვირია,რომ ფეხბურთელი ,რომელიც არ თამაშობს,საუკეთესოებში არ დაასახელონ?რაც მანდ კომენტარებია,რუსებისაგან,მანდაც ერთი ორი,ხვიჩას საწინააღმდეგო,ძირითადი ნაწილი კი,რუსეთის ჩემპიონატს დასცინის.რუსებზე მეტ ცინიზმს,ხვიჩას მიმართ,ამ საიტზე ვხედავ,ქართველების მხრიდან,რომლებიც ხვიჩას თამაშებს არ უყურებენ,რუსეთში და ჰაერზე გამოაქვთ თავისი დასკვნები,მისი არ თამაშის მიზეზებზე.ერთი წამითაც კი არ უშვებენ,რომ შესაძლოა მათი დასკვნები არასწორია და ახალგაზრდა კაცს,ტყუილად ასამართლებენ.გამოჩნდა ჩაკვეტაძე,იფრინა,ცაში ავიყვანეთ,დაიმტვრა,გაუჭირდა ფორმაში ჩადგომა და ბევრი უკვე უკიჟინებს,წადი ტურისტად,დაისვენეო.ახლა უკვე ხვიჩას შესდგნენ და უკადრებელს აკადრებენ.არ არის ასე,რომ გულდაწყვეტილმა კაცმა,მეტადრე ბიჭმა,მეორე დღეს კვლავ ძველებური ცეცხლით და თავგანწირვით ითამაშოს.უსამართლო მოპყრობას შეხვედრილი,სტიმულს ჰკარგავს და ჩაიკარგება,ჩაქრება.ძალიან ნიჭიერი ადამიანი,ამავე დროს,ძალიან მგრძნობიარეცაა და მას მოფრთხილება უნდა,არათუ დაცინვა,დამცირება და ცილისწამება.
კაცი ცხენით მიდიოდა და სადღაც ისეთ ადგილას,სადაც ხალხი ახლოს არ ცხოვრობდა,მიწაზე დაგდებული,დასუსტებული კაცი დაინახა.ჩამოვიდა ცხენიდან,მივიდა მწოლიარესთან,დაეხმარა,შესვა თავის ცხენზე,რომ სოფლამდე როგორმე მიეყვანა,დაცემულმა კი,ცხენს შემოუძახა და გააჭენა.მიხვდა ეს კაცი,რომ მოატყუეს და ცხენით გაქცეულს მიაძახა,ნურავის ეტყვი,რომ ეს გამიკეთეო.ქურდი გაჩერდა და გაკვირვებულმა ჰკითხა,რატომო.იმიტომ რომ, სხვა ამას რომ გაიგებს,ადამიანის რწმენას დაჰკარგავს, სიკეთის გაკეთების სურვილი გაუქრება და გაჭირვებულს აღარ დაეხმარებაო.მგონი მიმიხვდებით,რისი თქმაც მინდა.
სოსო
17:43 17-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული