ქართველები ევროტურნირებზე: სათადარიგო ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი მონაკოში, ქართული დერბი ბრატისლავაში [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს ევროტურნირებზე ჩატარებულ მატჩებში ქართველმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.

ევროპა ლიგა

„შტურმი“ გასვლაზე 0:1 დამარცხდა „მონაკოსთან“. გრაცულ გუნდში 71-ე წუთამდე ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მინიმალური ანგარიშით მოგებისა, მონეგასკურმა გუნდმა მეტოქე კლასით დაჯაბნა.

„ფერენცვაროში“ ლევერკუზენში 1:2 დამარცხდა „ბაიერთან“. ბუდაპეშტური გუნდის განაცხადში არ იყვნენ ტრავმირებულები ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი.

კონფერენს ლიგა

„გენტმა“, რომლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგო იყო, ტალინში 1:0 მოუგო „ფლორას“.

„კოპენჰაგენმა“ ბრატისლავაში 3:1 სძლია „სლოვანს“. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, ხოლო სტუმართა რიგებში
დავით ხოჭოლავამ. „სლოვანის“ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ ასეთი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად მზად არ აღმოჩნდნენ, თუმცა იმედი აქვს, რომ 30 სექტემბერს საბერძნეთში „პაოკთან“ ქულას აიღებენ, „ლინკოლნს“ კი შინ უეჭველი მოუგებენ.

„კოპენჰაგენის“ თავკაცმა იეს ტორუპმა თქვა, რომ მოედნის საფარი უვარგისი გახლდათ, მეტოქე დებიუტში სწრაფად და სწორხაზოვნად უტევდა, ბურთი დაუთმეს, შემდეგ საკუთარი თამაში მოახვიეს თავს, დამსახურებულად მოიპოვეს 3 ქულა, ასეთი მოგებები ფეხბურთელებს თვითდაჯერებულებს ხდის, კვირაში ორი შეხვედრის ჩატარება უწევთ, ამიტომ როტაციას უნდა მიმართონ, ახლა ძალებს აღიდგენენ და კვირას პირთამდე სავსე „პარკენზე“ „მიდტიულანდს“ დაუპირისპირდებიან. „კოპენჰაგენმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 9 გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატის ლიდერია.

„ანორთოსისი“ ნიქოზიაში 0:2 დამარცხდა ბელგრადის „პარტიზანთნ“. ფამაგუსტურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, ნიკა კაჭარავა 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ნიკა ნინუა კი სათადარიგო იყო.

altკიტეიშვილი ფაბრეგასის წინააღმდეგ, ქეცბაიას დაბრუნება და ქართველების დაპირისპირება
მკითხველის კომენტარები / 3 /
მე მგონია, რომ ჩაკვეს ტრამვა ბოლომდე კიდევ არა აქვს მორჩენილი. კლუბმა დიდი ფული გადაიხადა მის ფეხზე დადგომაში და მგონია რომ დროს უწელავენ, რომ ბოლომდე აღიდგინოს ნაოპერაციები, ამიტომაც უფრთხილდებიან. მაგათმა კარგად იციან თუ რა შეუძლია ჩაკვეს, ამიტომ არ ჩქარობენ და ძალიან კარგიც მისთვის, თორე წინა მწვრთნელმა რაც დამართა, კი გვახსოვს. ასე რომ, მარტალია კი გვეჩქარება, მაგრამ თქვა გუცაევმა, მაგ ტრამვას სიჩქარე არ უყვარსო, 2-3 წელი სჭირდებაო, ისიც ნელა და სწორი მკურნალობით რომ მორჩესო და დაეჯერება მე მგონი. კიდევ ცოტაც და გაისიდან უნდა დადგეს ეგა ფეხზე, თუ ყველაფერი კარგად წავიდა და ტრამვა არ გაიმიზეზა. ფრთხილად შვილო, არ იცქარო, თორემ, ხომ გაგიგია, მოჩქარეს მოუგვიანდესო. ხოდა მშვიდად, ეგ ძვირფასი კაციც არ დავკარგოდ სამუდამოდ.საცოდაობაა ეგეთი ნიჭის განიავება. ტრამვა რომ არა, ზიდანს არც ჩამოუვარდებოდა, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ან როგორ გადაჰქონდა ბურთი ერთი ფლანგიდან მეორეზე, რა მოძრაობა, რიოკი, პასი, დარტყმა. ეგეთი, სრულყოფილი, არც ქინქლლაძე არ ყოოფილა, ყენიაზე არაფერს ვამბობ. სულ სხვაა, დიდი და იშვიათი, მრავალმხრივი. ვნახოთ.
ლევან მაღლაკელიძე
00:19 18-09-2021
0
არ ვიცი რა ვთქვა, ვფიქრობ რომ ჩაკვეტაძემ ტრამვის გამო უკვე დაკარგა ის დიდი შესაძლებლობები რას მას ქონდა, ახლა ზოგი შემეკამათება რომ ნიჭი არ იკარგება, დიახ ნიჭი არ იკარგება, მაგრამ აქ მთავარი ისაა, უკვე რამდენად გაძლევს შენი ფიზიკური შესაძლებლობები არსებული ნიჭის გამოვლენის საშუალებას. ნაკრების ბოლო თამაშებმა გვაჩვენა, რომ ჩაკვეტაძე იმის ლანდიღაა დარჩენილი რაც იყო ადრე. რატომღაც მგონია ფსიქოლოგიურადაც არაა მზად თამაშისთვის, თითქოს რაღაც მანდრაჟით თამაშობს. გუნდშიც არ ეძლევა თამაშის შანსი, ფლორასთან რომ კაცს 1 წუთსაც არ ათამაშებენ უკვე რაზეა საუბარი. მე მგონი დროა ჩაკვეტაძემ გენტიდან წასვლაზე იფიქროს, ალბათ სადმე პოლონეთის ან უნგრეთის საშუალო დონის კლუბში, სადაც მეტ სათამაშო დროს მისცემენ და თუ მოხდა სასწაული და დაიბრუნა ძველი ფორმა, შემდეგ უფრო დიდ გუნდებზეც შეიძლება ფიქრი.
დათო
13:16 17-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული