სერბულმა "პარტიზანმა" ფამაგუსტას კლუბი აშკარად დაჩაგრა (0:2) და ამის უარყოფა, მატჩის შემდეგ, არც ქართველ სპეციალისტს უცდია:
"მთავარი მიზანი, რაც ჯგუფში მოხვედრას უკავშირდებოდა, წარმატებით შევასრულეთ.
ჩვენ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ყველაფერი ვცადეთ, თუმცა მეტოქემ სამართლიანად გაიმარჯვა.
ვამაყობ ჩემი გუნდით. კვიპროსის ჩემპიონატის მოგებაზე ვართ ორიენტირებულნი. რაც შეეხება ამ ტურნირს, წინ კიდევ 5 მატჩი გვაქვს."
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ კი 2021 წელს პირველად ითამაშა. 27 წლის ფეხბურთელისგან განსხვავებით, ნიკა ნინუა შეხვედრაში არ
"ანორთოსისი" გიორგი ჩაკვეტაძის "გენტს", რომლმაც ესტონეთში "ფლორას" (1:0) სძლია, 30 სექტემბერს ესტუმრება.