რუსი გულშემატკივრები ხვიჩას GOLDEN BOY 2021-დან გამოთიშვას ცინიკურად ეხმაურებიან

AutoSharing Option
"Golden Boy 2021"-ის საუკეთესო 40 მონაწილეს შორის ხვიჩა კვარაცხელიას ვერმოხვედრის შესახებ, ინფორმაცია რუსულმა championat-მაც გამოაქვეყნა, რუსი გულშემატკივრები კი კომენტარებში აქტიურობენ:

"ის მხოლოდ თვალებით მინდორს უყურებს და გარბის."

"რუსეთი ვერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

ცსკა-ს ფორვარდმა ზაბალოტნიმ ვერ მიიღო "ოქროს ბურთი."

კიდევ გააგრძელეთ..."

"ევროპაში ხვდებიან, რომ რუსეთის პრემიერლიგის შედეგები ფარსია."

"ევროპის მასშტაბით ბევრად მეტი საინტერესო მოთამაშეა."

"და რატომ მოხვდებოდა იქ, როცა მაკაროვსაც კი მასზე კარგი სტატისტიკა აქვს?"

"არადა, მამამისი ამტკიცებდა, რომ კვარაცხელია უამრავ ევროპულ კლუბს სურდა."

"დრაიერთან კონკურენციით ხვიჩას რეალურ დონეს გავიგებთ."

"ხვიჩას და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელების დონე ევროპულ მატჩებში უნდა გავიგოთ. "სპარტაკი" "ლეგიასთან" დამარცხდა, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ?"

altკვარაცხელია Golden Boy-სთვის ბრძოლას გამოეთიშა




მკითხველის კომენტარები / 47 /
რა მნიშვნელობა აქვს რას წერენ? ეგ ერთი და მეორეც, არაფერი განსაკუთრებული შეურაცმყოფლი მანდ არ წერია. ხვიჩას რუსეთში წასვლა იყო შეცდომა. (ახლა არ დაიწყოთ ჩაკვეტაძეო - ტრამვა შეიძლება ყველგან მიიღოს ადამიანმა). ევროპაში წასვლა უნდა ცადონ ახლგაზრდებმა და ნიჭიერებმა. თუნდაც ეს იყოს რამგით საშუალო ჩემპიონატი. და იქ თუ ნიჭი გაქვს და ბევრს იშრომებ, აუცილებლად გექნება წინსვლა. ჩემი აზრ5ით უნდა აიკრძალოს არაევროპულ ქვეყნებში ფეხბურთელების გადასვლა 26 წლის ასაკამდე. (გარდა უკრაინის, იქაც მხოლოდ კიევის დინამოში ან შახტარში - საიდანაც ევროპასი წასვლა რეალურია) რაც შეეხება ხვიჩას - ეს ბიჭი არის უდავოდ ტალანტი, მაგრამ ბევრი რამ აქვს გასაუჯობესებელი. თავი უნდა მოიკლას ვარჯიშით და შრომით, არავის და არაფერს მიაქციოს ყურადღება და როგორც კი ამის საშუალება ექნება წავიდეს ევროპაში, არაა აუცილებელი ტოპ გუნდში. სადაც გადავა იქაც თავი მოიკლას მუშაობით და ტოპ გუნდიც იქნება. და კიდევ, ის რაც ახლა გააკეთა, ნაკრებში რომ არ ჩამოვიდა აღარ გაიმეოროს, თორემ აუცილებლად წინ დახვდება ეგ ამბავი.
არტ
17 სექტემბერი 2021 15:25
6
არაფერს ვაბრალებ. ტრამვა ქონდა თუ არა მაგაზე არ ვლპარაკობ.უნდა ჩამოსულიყო და აქაურ ექიმს ენახა. ნაკრების და გულშემატკივრების პატივისცემის ამბავია თან ჯობია ახლავე ავცრათ ეს კარგი და წესიერი ბიჭი ეგეთ ამბების წინააღმდეგ თორემ
ტყუილებს და აფერისტობას ასწავლიან. კომენტარის შექებისათვის კი მადლობა.
არტ
17 სექტემბერი 2021 22:05
0
რაღაც უაზრო და ცილისმწამებლური ბრალდებით არ უნდა დაგესრულებინა კარგი კომენტარი
ბაჩი
17 სექტემბერი 2021 18:51
0
ყველა ერთად შეთანხმდნენ, ქართველები და რუსები, რომ ეგ უნიჭიერესი ბავშვი ფსიქოლოგიურად დაანგრიონ?! რუსებს რომ ჰკითხო, მხოლოდ მისი თამაშის საყურებლად ღირს სტადიონზე წასვლა, როცა მოუნდებათ ცუდს წერენ, ქართველებიც იგივენაირად. სამწუხაროდ მენტალიტეტში მსგავსებაა ამ მხრივ.
ჯანსაღი კრიტიკა კარგია მაგრამ რასაც ყველა ერთად ამ ბიჭის წინააღმდეგ აკეთებს, არანაირი კავშირი არ აქვს სიჯანსაღესთან.
კომენტარებს ძირითადად ფეხბურთის არამცოდნე მასა წერს.
იმედია ამ ყველაფერს გაუძლებს.
სოციალური ქსელის სიბინძურე არ უნდა შეუშვას საერთოდ გონებაში.
Herbst
17 სექტემბერი 2021 15:10
3
მერე გამოვლენ ჭკუის დამრიგებლები და დაიწყებენ რუსმა ხალხმა რა დაგვიშავა პუტინის ბრალია ყველაფერიო.რაც პუტინია ხალხიც იგივეა,იგივე აზროვნების.
master
17 სექტემბერი 2021 17:43
4
ხვიჩას არ უნდოდა რუსეთში დარჩენა. მისი ინტერვიუები თუ გაქვს მოსმენილი სულ ამბობდა, რომ რუსეთში დარჩენას არ აპირებს. რუსები ყველაფერს უყურებენ და თარგმნიან, რაც ჩვენს სოც.ქსელებში იდება. ასევე რუსები ყგელგან წერენ, და ვერ მოინელეს ხვიჩას მამის ინტერევიუ, სადაც ამბობს, რომ ხვიჩა რუსეთში არ დარჩება. ბოლო დროს, სადაც ხვიჩაზე პოსტი დაიდო, ყველგან წერენენ რუსები, აბა მამაისს რომ უნდოდა ევროპაში წასულიყოო?! და აბულინგებენ.
ხვიჩას კარგი თამაშის მერეც კარგ კომენტარებთან ერთად სულ იწერებოდა ასევე ბოღმა კომენტარები მასზე და ევროპაში წასვლის სურვილზე. ნუთუ ვერ ხვდებით ამას და აქედან ქართველები უმატებთ კიდე ამ ბიჭს სტრესს.
გვერდით დაუდექით გულშემატკივრები მაინც. რუბინის გვერდზე საქართველოს დროშების წერით და რუსების გინებით და თავის დამცირებით კი არა, ადეკვატური კომენტარებით მაინც დაუდექით.
მე არვიცი რუსული, ის თაობა ვარ, ვინც რუსული არ ვიცით, ვგებულობ მაგრამ კამათში რომ შევიდე მაგდენს ვერ გავქაჩავ.
თუ აქ დარჩა ნორმალური, არა მოძულე და არა ბოღმიანი ადამიანი, შედით კვარაცხელიას ინსტაგრამზე, ნახეთ მონიშნული პოსტი (დათაგულებში), სადაც წერია რომ გოლდენ ბოის ნომინაციას გამოეთიშა და უბრალოდ კომენტარები წაიკითხეთ რუსების.
ამაზრზენია ეს ყველაფერი.
იმედია ვინმე მაინც გასცემს საკადრის პასუხს მათ.
Thomas
17 სექტემბერი 2021 15:19
0
ჯუღელს ამ ბიჭით გამდიდრება უნდა სულ არ აინტერესებს კვარაცხელია. არ გამიკვირდება არაფეთში წაიყვანოს ფულის გამო
ტოტტი
17 სექტემბერი 2021 14:04
5
ძალიან გულდასაწყვეტია. ხვიჩას ახლა ფსიქოლოგიური ზეწოლა აქვს. ეგონა მაღალი დონის კლუბში მოხვდებოდა და ვერ მოხვდა. თავის გუნდშიც სტაბილურად ვერ გამოიყურება. ნელ ნელა კარგავს იმ დივიდენდებს რაც მასზე გაიცა. არ ვიცი დაწყევლილები ვართ თუ რა არის, ჭაკვეტაძის ბედიც მაღელვებს. ის აშკარად გაუფერულდა, არ მინდა ამ ბიჭებმა ყენიას, მჭედლიძის, ანანიძის ბედი გაიზიაროს.
გია
17 სექტემბერი 2021 13:44
3
ბევრმა არ იცოდა რომ.ხმის მიცემა იყო საჭირო სპორტული გადაცემებში რომ გეთქვათ ბევრად უკეთესი იქმებოდა
ემიგრანტი
17 სექტემბერი 2021 18:57
2
ორშაბათს აქვს მშვენიერი შანსი ხვიჩას, რომ დაადუმოს ყველა! გაუტანოს მინიმუმ 2-3 ბურთი ზენიტს და მიახვედროს ყველა, ვინ არის ვარსკვლავი. აბა თუ ისევ მაგის პასებით დრაიერი და დესპოტა გაიტანს, მალე მაგის ფასი 0 გახდება. ხვიჩასთან ერთად დრაიერს ბაკაევმაც გაატანინა, ახსოვს ვინმეს? აი დრაიერი კი გამოჩნდა. ასისტები ჩემო ხვიჩა ნაკრებში არიგე, მანდ კი იმხელა კონკურენციაა, რომ მხოლოდ გოლსა აქვს ფასი. არ დაინდო ზენიტი, იფრინე ხვიჩა!!!
რეზო
17 სექტემბერი 2021 15:54
5
შეხედეთ, კაცო, როგორ თამაშობენ ევროპაში. ვის დაანტერესებს უბრალო ფაფხურა, რომელსაც მხოლოდ თქვენი საიტი და მამამისი "აპრავებს".
xuta
17 სექტემბერი 2021 13:54
17
დარწმუნებული ვარ ხვიჩას ყველაზე მეტად უნდა,რომ ტოპ ფეხბურთელი გახდეს და გრანდში ითამაშოს თვითონაც იცის,რომ ამისათვის რუსეთიდან წასვლა საჭირო,მაგრამ ხვიჩას რა უდნა და ქართველ გულშემატკივარს ერთია და მეორეა კლუბის ინტერესი. 20 მილიონი ევროს მოთხოვნა იმ პირობებში, რომ ყაზანის რუბინი არ არის რუსეთის მოწინავე კლუბი არ თამაშობს ევროტურნირებს და კონფერენც ლიგიდან ისეთმა გუნდმა გამოაგდო, რომელიც პოლონეთშიც კი არაფერს წარმოადგენს და თვითონ ხვიჩაც არ არის ჯერ ბოლომდე სტაბილური აქვს ძალიან კარგი მატჩები და ასევე აქვს ცუდი მატჩებიც სადაც არაფერი გამოზდის ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნებისმიერი გუნდი თავს შეიკავებს ამხელა თანხის გადახდისგან 10 მილიონად ან 12 ნებისმიერი წაიყვანდა მაგრამ 20 ძალიან ბევრია ნებისმიერ ტოპ კლუბს ამის ნახევარ ფასად შეუძლია დაიმატოს გამოცდილი მაღალი კლასის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი და 3 სეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმოს 10 მილიონში.
ტოპ კლუბში სულელები კიარ არიან და ესე კიარ ხარჯავენ ფულს ისინი ფიქრობენ ესა თუ ის ფეხბურთელი მოუტანს თუ არაა შედეგს 20 მილიონი გადაიხადონ 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ 3 მილიონი ხელფასი მისცენ და არ გაუმართლოს ფეხბურთელმა გამოდის რომ ამხელა ინვესტიცია წყალშია გადაყრილი ჰალანდს არ ყიდულობდნენ რომელმაც იფიქრინა ლიგაზე და ბოლოს რაიოლას ჩარევით და წვალებით მძლივს იყიდა დორტმუნდა 20 თუ 25 მილიონად ჰალანდი და ხვიჩაში რომ 20 არ იხდიან ამაში რა არის გასაკვირი ეს იმის ბრალია რომ რუსეთი არის საშუალო დონის ჩემპიონატი ევროპაში და ყაზანის რუბინი საშუალო კლუბი რუსეთში რომელიც არ თამაშობს არცერთ ევროტურნირეზე.
ზურა
17 სექტემბერი 2021 14:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული