რუსი გულშემატკივრები ხვიჩას GOLDEN BOY 2021-დან გამოთიშვას ცინიკურად ეხმაურებიან

AutoSharing Option
"Golden Boy 2021"-ის საუკეთესო 40 მონაწილეს შორის ხვიჩა კვარაცხელიას ვერმოხვედრის შესახებ, ინფორმაცია რუსულმა championat-მაც გამოაქვეყნა, რუსი გულშემატკივრები კი კომენტარებში აქტიურობენ:

"ის მხოლოდ თვალებით მინდორს უყურებს და გარბის."

"რუსეთი ვერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

ცსკა-ს ფორვარდმა ზაბალოტნიმ ვერ მიიღო "ოქროს ბურთი."

კიდევ გააგრძელეთ..."

"ევროპაში ხვდებიან, რომ რუსეთის პრემიერლიგის შედეგები ფარსია."

"ევროპის მასშტაბით ბევრად მეტი საინტერესო მოთამაშეა."

"და რატომ მოხვდებოდა იქ, როცა მაკაროვსაც კი მასზე კარგი სტატისტიკა აქვს?"

"არადა, მამამისი ამტკიცებდა, რომ კვარაცხელია უამრავ ევროპულ კლუბს სურდა."

"დრაიერთან კონკურენციით ხვიჩას რეალურ დონეს გავიგებთ."

"ხვიჩას და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელების დონე ევროპულ მატჩებში უნდა გავიგოთ. "სპარტაკი" "ლეგიასთან" დამარცხდა, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ?"

altკვარაცხელია Golden Boy-სთვის ბრძოლას გამოეთიშა




მკითხველის კომენტარები / 47 /
რა იყო, ქართველებო, დააყენებინეს ერთი ადგილი თქვენს ტრაბახ-ილუზიებს ? მენოტის კითხეს, ხომაა უკვე მარადონა ახალი პელეო ? პელე რომ გახდეს, ჯერ 1000 გოლი უნდა გაიტანოსო. ამან 3 ფინტი გააკეთა და უკვე ჩვენი "საფანეთი" - აუუუუ. დაეტიეთ გოიმ საქართველოში და ჯობია ფედერაციის კარები აჭედოთ, მილიონებს რომ იჯიბავენ და ქართული ფეხბურთის ძვლები რომ აღარაა მიწაში. ხვიჩას - ლაპარაკი არაა - წარმატებებს ვუსურვებ - მეტი შრომის ხარჯზე
ზურა
17 სექტემბერი 2021 14:35
9
გოიმს სარკეში ჩაიხედე და იქ დაინახავ. საქართველო შენნაირების სალანძღავი არ არის, ფედერაციას კი ეკუთვნის.
რატი
17 სექტემბერი 2021 15:09
4
ხვიჩა გააგრძელე განვითარება!ძაღლებს ყეფას ვერ დავუშლით! ჩვენ ხომ ვიცით შენს ქარავანს ევროპის სახელოვანი სტადიონები ელიან! შენს ქვეყანაში სჯერათ შენი წარმატების!
gia jashi
17 სექტემბერი 2021 13:45
7
არწიომ ძიუბას მიხედეთ ჯობია, ანანისტი ნაკრების კაპიტანი რომ გყავდათ!!!
ვაი თქვენ პატრონს!!!
17 სექტემბერი 2021 16:56
4
უარესები წამიკითხავს ჩველი ბოღმა ვაი-გულშემატკივრებისაგან... არ მიიტანოი გულთან ხვიჩა, ეს სისულელეები. განაგრძე ვარჯიში და თამაში...
tngh
17 სექტემბერი 2021 18:20
2
მოვა დრო და ხვიჩზე ევროპელები დაიწყებენ ლაპარკს რა მაგარი ფეხბურთელი არისო აი თქვენს ძიუბას კი ანანისტად მოიხსენიებენ ეს შოვინისტი შურიანები
გიორგი
17 სექტემბერი 2021 18:15
4
ფაქტია, რომ ის თანხა არ გადაიხადეს რაც მოითხოვა რუბინმა და ამ შემთხვევაშია ზუსტად აგენტის როლი გადამწყვეტი ზოგიერთები რომ წერენ ჯუღელი რა შუაშიაო ჯუღელის საქმეა ეგგ ახლა ხვიჩას აგენტი, რომ იყოს რაიოლა ან მედეში ეს პრობლემა მოგვარდებოდა გაიხსენეთ ჰალანდშიც არ იხდიდნენ იმდენს რამდენსაც ითხოვდა ზალსბურგი მაგრამ რაიოლამ მოაგვარა ეს საკითხი როდესაც ფინანსური შეუთახმებლობა ზუსტად მაშინ არის გადამწყვეტი აგენტის როლი და პირადი კონტაქტები ფაქტია ჯუღელმა ვერ შეძლო ამ საკითხის მოგვარება რომ ამ თანხაზე დაეყოლიებინა ან ერთი მხარე გადაეხადა ან მეორე მხარე რომ დაეკლო.
აქ თანხაში იყო პრობლემა და არაა ხვიჩაში მე ამაში დარწმუნებული ვარ.
ხვიჩას კარგი აგენტი რომ ჰყავდეს დღეს უკვე ევროპაში იქნებოდა.
გელა
17 სექტემბერი 2021 15:07
0
ვინმეს გაუკვირდა რუსების ასეთი რეაქცია?
ქ. გ.
17 სექტემბერი 2021 14:02
4
რუსებისგან რატოა ეს გაასაკვირი როცა ქართველებიც იგივეს წერენ?
ბაჩი
17 სექტემბერი 2021 18:56
0
რუს ცინიკოსებს არც ქართველი ცინიკოსები ჩამოუვარდებიან
ბაჩი
17 სექტემბერი 2021 18:44
1
ქართველის უბედურება ისაა, რომ თავის ბოდიალს ვერ ხედავს, ვერ "ამჩნევს" სომეხის არ იყოს.
ხვიჩა იტყვის თავის სიტყვას.
19 სექტემბერი 2021 09:04
0
რუსებისგან აბა რას ელოდით? ზოგჯერ ქართველი გულშემატკივარი კიდევ უფრო სასტიკი და უმადურია გუშინდელი გმირების მიმართ. 20-ში ზენიტთანაა მატჩი და კვარა დაამტკიცებს, რომ სულაც არაა გუშინდელი გმირი. მე თუ მკითხავთ, დღევანდელიც არაა ჯერ, უფრო ხვალინდელია. რუსები რომ მხოლოდ ტელევიზორში იხილავენ, იმ ხვალეს ვგულისხმობ!
რა გვეშველება?
17 სექტემბერი 2021 16:40
1
ჩაკვეს მიმართ, რუსებია დამნაშავე?
რა გვეშველებას!
19 სექტემბერი 2021 09:19
0
რუბინს ისეთი ფეხბურთელები მოყავს თუ არ მოუმატა სათადარიგო სკამიც სანატრელი გაუხდება
ზაზა
17 სექტემბერი 2021 17:12
13
ეს როგორ :) ? სანამ სლუცკია მაგ გუნდში ხვიჩას და სამოშნიკოვს სკამზე არავინ დააჯენს! ჯერ ვინც მოვიდა არცერთი არაა ხვიჩას დონის! არც ხაკშაბანოვიჩი და არც დრეიერი(მიუხედავად მისი ხეტ ტრიკისა)!
რობი
17 სექტემბერი 2021 17:47
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული