მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!

AutoSharing Option
"ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".
კონსტანტინე გამსახურდია

ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია, არაორდინალური, სხვაზე მეტი შეუძლია, თამაშის გაკეთება და მატჩის ბედის გადაწყვეტაც. ასეთებს კი ბევრს სთხოვენ, იმაზე მეტს, ვიდრე ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს მოეთხოვება, მით უმეტეს 20 წლისას. ყველას ავიწყდება, რომ გარემარბია და არა ცენტრფორვარდი და მისგან ბომბარდირობას მოელიან. იგივე "რუბინში" სულ რომ არაფერი გააკეთოს, 2-3 მეტოქე მისი მეურვეობითაა დაკავებული და ამით თანაგუნდელებს საქმეს
უიოლებს. დრიბლინგიც ჩინებული აქვს, პასიც, კარში დარტყმაც და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი თამაშის ყურება ერთ რამედ ღირს. ნიჭიერ კაცს კი ჩვენშიც და უცხოეთში მრავალი ჩასაფრებული ჰყავს და მუდამ იმას ელოდებიან, ფეხი როდის დაუცდება. ვერ გადავიდა უცხოურ კლუბში, ტრავმაც მიიღო, ვინ იცის, როგორ სტრესში იყო და გამხნევების ნაცვლად კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. სწორედ ახლა გამოჩნდება, თუ რამდენად ძლიერია ფსიქოლოგიურად, როგორ მოახერხებს ამ რთული პერიოდის გადალახვას და იმედია, კვლავ გაგვახარებს. ის ხომ ჩვენი იმედია და სხვა ახალგაზრდა თანატოლებთან ერთად უნდა ამოათრიოს ამ ჭაობიდან საქართველოს ნაკრები.

"ურალთან" რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში 62 წუთი ითამაშა და "რუბინის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა. ნამატჩევს გასახდელში მარცხენა ბარძაყზე ყინულიანი სახვევი ჰქონდა გაკეთებული და ცხადია, ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ აქვს. მისი გუნდი ლიდერ "ზენიტს" 3 ქულით ჩამორჩება და 20 სექტემბერს უმასპინძლებს, რომელმაც "ჩელსის" სტუმრად ბრძოლა გაუმართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

დღეს ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ დღევანდელ ვარჯიშზე კვარაცხელია, ჰაკშაბანოვიჩი, დრეიერი და დესპოტოვიჩი გამოირჩეოდნენ და ეს შემტევი ოთხეული რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესოა თუ არა. სლუცკიმ უპასუხა, რომ მთელ ლიგაზე ვერაფერს იტყვის, პლუს ინ ბომით შემტევი ხუთეული ჰყავთ, ყველა ინდივიდუალურად ძლიერია და მათი ურთიერთმოქმედების დახვეწა მართებს, ხოლო რაც შეეხება დრეიერს, რომელმაც სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, ჯერ კიდევ არ იცის, რა შეუძლია.

"რუბინი" სულ ამტკიცებდა, რომ კონკრეტული წინადადებით კვარაცხელიაზე არავინ მიმართა, თუმცა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ აღიარა, რომ ოთხ კლუბთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, მაგრამ ფინალურ წინადადებამდე საქმე არ მივიდა, ტრანსფერი კი მხოლოდ დროის საკითხია და დიდი ნაბიჯის გადადგმას ეს დრო სჭირდება. მისი თქმით, ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და აუცილებლად ითამაშებს დიდ გუნდში.

"ჩემპიონტმა" გაამხილა, რომ მას გუნდის გამოცვლა ძალიან უნდოდა: "ამბობენ, მთელი აგვისტოს მანძილზე ფეხბურთელი დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან და სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, რამეთუ შესაძლო ტრავმაზე სწუხდა. მწვრთნელი უარს ეუბნებოდა და მატჩებზე პირველივე წუთებიდან აყენებდა. აგვისტოს შუა რიცხვებში მოთამაშემ მაინც მიიღო ტრავმა - ასეთია ოფიციალური ვერსია. არაოფიციალური - ფეხბურთელს ყველაფერი მობეზრდა და თვითნებურად თქვა თამაშზე უარი, რამდენადაც ევროპულ ტრანსფერში სრულად იყო დარწმუნებული".

ასეა თუ ისე, ხვიჩა რუსეთში დარჩა, ზამთარში ტრანსფერები უფრო ნაკლებად განხორციელებადია, თან "რუბინი" მის ფასს (20 მილიონ ევროს) არ უწევს, ესეც პრობლემაა, სავარაუდოდ ერთი წელი მოუწევს იქ დარჩენა და ახლა მთავარია არ გატყდეს, არ დანებდეს, ჩენ კი მხარდაჭერა არ უნდა მოვაკლოთ. მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!

მკითხველის კომენტარები / 36 /
შეეშვას ყველა ამ ბავშვს რა!!! ზოგი უმაგრესი მცველია ზოგი უმაგრესი ჩამშლელი ზოგი მხოლოდ თავით იტანს გოლს ზოგიც მხოლოდ ფეხით იტანს უამრავ გოლს და თავით თამაშის გარტყმაში არაა როგორც ბრაზილიელი რონალდო იყო. კვარას შეუძლია 2-3-4 კაცის მოტყუება და თუ კარგი თავდამსხმელი ყავს თანაგუნდელი გოლები გაატანინოს (არა ქვილითაიას ნაირი კუ) რაშიც არის კვარა მაგარი ის მოვუწონოთ არაა ეს კაცი კრიშტიანოსავით გოლეადორი და ნუ ვთხოვთ იმას რაც არ შეუძლია... კვარა ეხლა არის მოტყუებული იმედგაცრუებული და ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და ასეთ დროს კიდევ მაღალ დონეზე თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია. მისმა აგენტმა მთელი სეზონი იძახა პერეგავორები მაქვს მაგარ გუნდებშიო და წავა უეჭველიო და ბოლოს სად არის ეს ჯუღელი დაურეკა ვინმე ჟურნალისტმა? ეგ კაცი არის ჩვეულებრივი ვაჭარი არასანდო ადამიანი ჩემიანი სხვისიანი არ აინტერესებს მაგას ის აინტერესებს საიდან უფრო მეტი დარჩება და რო მერე უწილადოს თავის მკრიშავ მუქთა მჭამელ ქურდებს!!!!! ამიტომაც დადის კაი კაცივით თავი მწვანე კიტრი რო ჰგონია
ვატო
18 სექტემბერი 2021 10:27
3
ვატო ნუ გამოგვიხედი პროფესორიიი!
??????????????
18 სექტემბერი 2021 12:51
1
მაგარი ღადაობაა, ვინ დაწერა ეს სტატია? ადამიანის მხარდაჭერას ითხოვს და ისეთი საშინელი პროლოგი აქვს წამძღვარებული ქართველს ქართველობაზე ხელს ააღებინებს.

რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი, არ შეიქმნათ დროზე ადრე კერპები, არ უნდა შეიქმნათ მოლოდინები თორემ სინამდვილეს როცა შეეჩეხებით მერე იწყება თვითგვემა და ბოლოს იმ აზრზე მიდიხართ რაც კოწიას აქვს დაწერილი 100 წლის წინ, რაც სრულ უიმედობაში გაგდებთ.
თავად იქმნით ილუზიებს და შემდეგ ამ ილუზიების მსხვერპლი ხდებით
W
18 სექტემბერი 2021 10:01
3
ხვიჩა გენაცვალე, არ დანებდე და შრომა არ დაგეზაროს, სასოწარკვეთილება არ შემოგეპაროს და გახსოვდეს რომ ეს გაჭირვებული ხალხი შენს იმედზეა რომ დიდი სიხარული უნდა მოგვოტანო და ოქროს ასოებით უნდა ჩაოწეროს შენი გვარი ისეთი სახელოვანი ფეხბურთელების გვერდზე როგორებოც არიან მესხი, მეტრეველი და სხვა კიდრვ ბევრი. გვიყვარხარ ხვიჩა და იმედები არ გაგვიწბილო, მთელი ქვეყანა შენ შემოგციცინებს
მეგრელი
18 სექტემბერი 2021 02:16
2
როგორც კი რუსეთს მოშორდები ხვიჩა, თავის თავად აეწყობა ყველაფერი, შენ დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშო, ყველაფერი გაქ მაგისთვის ბუნებისგან ბოძებული!
Io
18 სექტემბერი 2021 01:58
8
კონსტანტინე გამსახურდიას ეს ფრაზა იყო ჩვენი ისტორიის დამახინჯება. მე-12 მე-13 საუკუნეში ერთ ერთი უდიდესი სახელმწიფო ვიყავით ევროპაში, მოსახლეობით მე-4 (მათ შორის ბრიტანეთზე დიდიც). არც მერე ვყოფილვართ მცირე მოსახლეობის პატრონი არასდროს სანამ ჯერ რუსეთმა, მერე საბჭოთა კავშირმა არ გადაგვიარა, არ ამოგვწყვიტა და არ შეგვიმცირა საზღვრები.
gia
18 სექტემბერი 2021 00:52
17
ხვიჩასაგან ბომბარდირობას რომ მოითხოვენ, ერთი ძველი ისტორია მახსენდება. ერთხელ საბჭოთა კავშირის ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც მიხეილ მესხზე იყო ნათქვამი დაახლოებით შემდეგი: ეს რა თავდამსხმელია, ძალიან ცოტა გოლი გააქვსო. მერე მიშამ რომელიღაც კომენტარში განმარტა: ყველა თავდამსხმელს თავისი საყვარელი სტილი აქვს გოლების გატანისო. მე ყველაზე უკეთესად გამომდის რიკოშეტით კალოევის თავიდან და სულ კალოევს უთვლიან ამ გოლებს, მე რა ვქნაო!
N
17 სექტემბერი 2021 23:00
1
ხვიჩა თუ კითხულობ ამ კომენტარს, რაც შეიძლება მალე და უკანმოუხედავად გაეცალე ოკუპანტს. რუსეთი ჩვენი მტერია და შენი ფრონტის ხაზი ფეხბურთის თამაშია, საქართველოსთვის.
გურამ დელიბაშიჩი
17 სექტემბერი 2021 22:33
11
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაᲨინვე სცნობს
ამ სიᲫულვილᲨი რაოდენი სიყვარულია

კარგი რომ გვინდა მაგიტო გვეწყინა რუსეᲗᲨი რომ დალპობას უპირებენ
ნიმბუსი
17 სექტემბერი 2021 22:19
5
ნიკას აგენტი ჯუღელი პროვინციელი ყველის ვაჭარია.სად წაიყვანა ეს უნიჭიერესი ბიჭი რუსეთის გლუბინკაში საიდანაც ევროპაში მომავალი არ არსებობს.თან ტრაბახობს და მშობლებს აბოლებს თუ რა დიდი საქმე გაუკეთა.სასწრაფოდ უნდა მოაცილონ ეს აფერისტი და ნორმალური აგენტი მოუძებნონ.
შეცდომა
17 სექტემბერი 2021 22:15
3
ჯუღელუ რომ კაი კაცი იყოს, თბილისში ამხელა დაცვით გადაადგილება რად უნდა?
სიო
18 სექტემბერი 2021 09:51
1
ხვიჩასნაერი ტალანტი 11 კაცი რომ გვყავდეს, იტალიის ნაკრებსაც დავანგრევდით. ამ ბიჭის თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა!
სტუმარი
17 სექტემბერი 2021 22:03
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული