მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!

AutoSharing Option
"ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".
კონსტანტინე გამსახურდია

ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია, არაორდინალური, სხვაზე მეტი შეუძლია, თამაშის გაკეთება და მატჩის ბედის გადაწყვეტაც. ასეთებს კი ბევრს სთხოვენ, იმაზე მეტს, ვიდრე ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს მოეთხოვება, მით უმეტეს 20 წლისას. ყველას ავიწყდება, რომ გარემარბია და არა ცენტრფორვარდი და მისგან ბომბარდირობას მოელიან. იგივე "რუბინში" სულ რომ არაფერი გააკეთოს, 2-3 მეტოქე მისი მეურვეობითაა დაკავებული და ამით თანაგუნდელებს საქმეს
უიოლებს. დრიბლინგიც ჩინებული აქვს, პასიც, კარში დარტყმაც და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი თამაშის ყურება ერთ რამედ ღირს. ნიჭიერ კაცს კი ჩვენშიც და უცხოეთში მრავალი ჩასაფრებული ჰყავს და მუდამ იმას ელოდებიან, ფეხი როდის დაუცდება. ვერ გადავიდა უცხოურ კლუბში, ტრავმაც მიიღო, ვინ იცის, როგორ სტრესში იყო და გამხნევების ნაცვლად კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. სწორედ ახლა გამოჩნდება, თუ რამდენად ძლიერია ფსიქოლოგიურად, როგორ მოახერხებს ამ რთული პერიოდის გადალახვას და იმედია, კვლავ გაგვახარებს. ის ხომ ჩვენი იმედია და სხვა ახალგაზრდა თანატოლებთან ერთად უნდა ამოათრიოს ამ ჭაობიდან საქართველოს ნაკრები.

"ურალთან" რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში 62 წუთი ითამაშა და "რუბინის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა. ნამატჩევს გასახდელში მარცხენა ბარძაყზე ყინულიანი სახვევი ჰქონდა გაკეთებული და ცხადია, ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ აქვს. მისი გუნდი ლიდერ "ზენიტს" 3 ქულით ჩამორჩება და 20 სექტემბერს უმასპინძლებს, რომელმაც "ჩელსის" სტუმრად ბრძოლა გაუმართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

დღეს ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ დღევანდელ ვარჯიშზე კვარაცხელია, ჰაკშაბანოვიჩი, დრეიერი და დესპოტოვიჩი გამოირჩეოდნენ და ეს შემტევი ოთხეული რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესოა თუ არა. სლუცკიმ უპასუხა, რომ მთელ ლიგაზე ვერაფერს იტყვის, პლუს ინ ბომით შემტევი ხუთეული ჰყავთ, ყველა ინდივიდუალურად ძლიერია და მათი ურთიერთმოქმედების დახვეწა მართებს, ხოლო რაც შეეხება დრეიერს, რომელმაც სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, ჯერ კიდევ არ იცის, რა შეუძლია.

"რუბინი" სულ ამტკიცებდა, რომ კონკრეტული წინადადებით კვარაცხელიაზე არავინ მიმართა, თუმცა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ აღიარა, რომ ოთხ კლუბთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, მაგრამ ფინალურ წინადადებამდე საქმე არ მივიდა, ტრანსფერი კი მხოლოდ დროის საკითხია და დიდი ნაბიჯის გადადგმას ეს დრო სჭირდება. მისი თქმით, ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და აუცილებლად ითამაშებს დიდ გუნდში.

"ჩემპიონტმა" გაამხილა, რომ მას გუნდის გამოცვლა ძალიან უნდოდა: "ამბობენ, მთელი აგვისტოს მანძილზე ფეხბურთელი დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან და სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, რამეთუ შესაძლო ტრავმაზე სწუხდა. მწვრთნელი უარს ეუბნებოდა და მატჩებზე პირველივე წუთებიდან აყენებდა. აგვისტოს შუა რიცხვებში მოთამაშემ მაინც მიიღო ტრავმა - ასეთია ოფიციალური ვერსია. არაოფიციალური - ფეხბურთელს ყველაფერი მობეზრდა და თვითნებურად თქვა თამაშზე უარი, რამდენადაც ევროპულ ტრანსფერში სრულად იყო დარწმუნებული".

ასეა თუ ისე, ხვიჩა რუსეთში დარჩა, ზამთარში ტრანსფერები უფრო ნაკლებად განხორციელებადია, თან "რუბინი" მის ფასს (20 მილიონ ევროს) არ უწევს, ესეც პრობლემაა, სავარაუდოდ ერთი წელი მოუწევს იქ დარჩენა და ახლა მთავარია არ გატყდეს, არ დანებდეს, ჩენ კი მხარდაჭერა არ უნდა მოვაკლოთ. მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!

მკითხველის კომენტარები / 36 /
ხვიჩა მთელ საქართველოს უყვარს. თითო-ოროლა შურიანი პროვოკატორი ყველა ქვეყანაში მოიძებნება, ეგ ჩვეულებრივი ამბავია.
რაგბის ფანი
17 სექტემბერი 2021 22:00
1
საკვანძო სიტყვა დავიჭირე "თანატოლებთან ერთად" 100% მართალია და თხოვნა იქნება- ნუ დაწერთ აწი რო ვაკო და ოქრიაშვილი ნაკრებისთვის დიდი ძალაა- ჯანოს ველოდებით ნაკრებში,ქვილითაიას,გვილიას,კახაბერ გოგიჩაიშვილს და გოჩა გოგრიჭიანს
Levani
17 სექტემბერი 2021 21:35
2
ხვიჩა შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა
ხარ, მაგრამ სიბრძნეს უნდა მოუხმო
ძალიან მშვიდად მიიღე ყველაფერი
ცუდი, აჯობე რუსებს და ყველა მტრულად განწყობილს- კარგია
მუდამ მტრიანი.
დიდი მომავალი გელის სულიერად
არ დაეცე.
გახსოვდეს ქართველი ხარ ბიჯო
თენგო
17 სექტემბერი 2021 21:20
2
იცი რა ვერ გავიგე? რატო ან ვინ ადრის ამ ბიჭს კრიშტიანოს მესის და ასეთ ტოპ მოთამაშეებს? აზარი არიყო დიდი გოლების მანქანა მაგრამ კი იყო თავის ფლანგზე ერთ ერთი უძლიერესი....
რომა
17 სექტემბერი 2021 21:06
2
ხვიჩა შენი სახე ისეთი მშობლიურია, ისეთი ნათელია ადამიანს გული სიკეთით ევსება, ეს რაღაც დიდის ნიშანია იცოდე. იშრომე, საქართველოს შენი ეიმედება და შენი სჯერა.
ამო
17 სექტემბერი 2021 21:01
0
შეფასებებში უარყოფითები დადებითებს სჭარბობენ, მაგრამ ეს საერთო სურათს საერთოდ არ გამოხატავს, რადგან როგორც წესი, უარყოფითები სოციალურ ქსელებსა და კომენტარებში სუპერაქტიურები არიან, ისე კი საზოგადოების აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენენ. ეს მარტო საქართველოში კი არ ხდება. გადახედეთ უცხოურ საიტებს. რასაც რუსები წერენ კომენტარებში ხვიჩაზე, იგივეს წერენ ქართველი "უარყოფითებიც". პირველად და უკანასკნელად დავწერე კომენტარი.
დადებითი
17 სექტემბერი 2021 20:46
2
კონსტანტინე გამსახურდიას ის აღარ უთქვამს რომ თუ ის დიდკაცი სისულელეებს სჩადის კი ნუ აჰყვები და ხოტბას შეასხამ, არამედ მიუთითე და გამოსწორებისკენ მოუწოდეო?
ვენეციის კომისია
17 სექტემბერი 2021 20:32
4
მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!!!
100%
17 სექტემბერი 2021 20:11
1
იქნებ გვეცადა გადამეტებულად არ გველაპარაკა. არც ზედმეტად კარგი და არც ზედმეტად ცუდი. მაგალითად ვითომ კეთილგანწყობით დაწერილი "ფეხბურთელი დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან და სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, რამეთუ შესაძლო ტრავმაზე სწუხდა. მწვრთნელი უარს ეუბნებოდა და მატჩებზე პირველივე წუთებიდან აყენებდა." და ამის "მერე აგვისტოში მაინც მიიღო ტრამვა". თქვენ რომ ტრენერი იყოთ რას იზამთ, ქართველი ტრენერი რომ იყოთ და რუსი ლეგიონერი გეუბნებოდეთ, ნუ მავარჯიშებ ნუ მათამაშებო. ცოტა ანალიზი რა.
ჰაჰა
17 სექტემბერი 2021 20:00
2
თქვენ აფუჭებთ ამ ბიჭს ამდენი უაზრო სტატიებიით და იქ გადადის აქ გადმოდის ძახილით მოლოდინების შექმნებიით!! არუნდა ზედმეტი ქება დიდება ზომიერებაა საჭირო შენიშვნაც უნდა მიიღოს და სადაც საჭიროა ქებაც სულ ქება კარგს არაფელს მოიტანს აუვარდება თავში და გაიბღინძება მერე..
beqa
17 სექტემბერი 2021 19:56
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული