მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!

AutoSharing Option
"ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".
კონსტანტინე გამსახურდია

ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია, არაორდინალური, სხვაზე მეტი შეუძლია, თამაშის გაკეთება და მატჩის ბედის გადაწყვეტაც. ასეთებს კი ბევრს სთხოვენ, იმაზე მეტს, ვიდრე ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს მოეთხოვება, მით უმეტეს 20 წლისას. ყველას ავიწყდება, რომ გარემარბია და არა ცენტრფორვარდი და მისგან ბომბარდირობას მოელიან. იგივე "რუბინში" სულ რომ არაფერი გააკეთოს, 2-3 მეტოქე მისი მეურვეობითაა დაკავებული და ამით თანაგუნდელებს საქმეს
უიოლებს. დრიბლინგიც ჩინებული აქვს, პასიც, კარში დარტყმაც და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი თამაშის ყურება ერთ რამედ ღირს. ნიჭიერ კაცს კი ჩვენშიც და უცხოეთში მრავალი ჩასაფრებული ჰყავს და მუდამ იმას ელოდებიან, ფეხი როდის დაუცდება. ვერ გადავიდა უცხოურ კლუბში, ტრავმაც მიიღო, ვინ იცის, როგორ სტრესში იყო და გამხნევების ნაცვლად კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. სწორედ ახლა გამოჩნდება, თუ რამდენად ძლიერია ფსიქოლოგიურად, როგორ მოახერხებს ამ რთული პერიოდის გადალახვას და იმედია, კვლავ გაგვახარებს. ის ხომ ჩვენი იმედია და სხვა ახალგაზრდა თანატოლებთან ერთად უნდა ამოათრიოს ამ ჭაობიდან საქართველოს ნაკრები.

"ურალთან" რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში 62 წუთი ითამაშა და "რუბინის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა. ნამატჩევს გასახდელში მარცხენა ბარძაყზე ყინულიანი სახვევი ჰქონდა გაკეთებული და ცხადია, ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ აქვს. მისი გუნდი ლიდერ "ზენიტს" 3 ქულით ჩამორჩება და 20 სექტემბერს უმასპინძლებს, რომელმაც "ჩელსის" სტუმრად ბრძოლა გაუმართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

დღეს ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ დღევანდელ ვარჯიშზე კვარაცხელია, ჰაკშაბანოვიჩი, დრეიერი და დესპოტოვიჩი გამოირჩეოდნენ და ეს შემტევი ოთხეული რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესოა თუ არა. სლუცკიმ უპასუხა, რომ მთელ ლიგაზე ვერაფერს იტყვის, პლუს ინ ბომით შემტევი ხუთეული ჰყავთ, ყველა ინდივიდუალურად ძლიერია და მათი ურთიერთმოქმედების დახვეწა მართებს, ხოლო რაც შეეხება დრეიერს, რომელმაც სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, ჯერ კიდევ არ იცის, რა შეუძლია.

"რუბინი" სულ ამტკიცებდა, რომ კონკრეტული წინადადებით კვარაცხელიაზე არავინ მიმართა, თუმცა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ აღიარა, რომ ოთხ კლუბთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, მაგრამ ფინალურ წინადადებამდე საქმე არ მივიდა, ტრანსფერი კი მხოლოდ დროის საკითხია და დიდი ნაბიჯის გადადგმას ეს დრო სჭირდება. მისი თქმით, ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და აუცილებლად ითამაშებს დიდ გუნდში.

"ჩემპიონტმა" გაამხილა, რომ მას გუნდის გამოცვლა ძალიან უნდოდა: "ამბობენ, მთელი აგვისტოს მანძილზე ფეხბურთელი დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან და სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, რამეთუ შესაძლო ტრავმაზე სწუხდა. მწვრთნელი უარს ეუბნებოდა და მატჩებზე პირველივე წუთებიდან აყენებდა. აგვისტოს შუა რიცხვებში მოთამაშემ მაინც მიიღო ტრავმა - ასეთია ოფიციალური ვერსია. არაოფიციალური - ფეხბურთელს ყველაფერი მობეზრდა და თვითნებურად თქვა თამაშზე უარი, რამდენადაც ევროპულ ტრანსფერში სრულად იყო დარწმუნებული".

ასეა თუ ისე, ხვიჩა რუსეთში დარჩა, ზამთარში ტრანსფერები უფრო ნაკლებად განხორციელებადია, თან "რუბინი" მის ფასს (20 მილიონ ევროს) არ უწევს, ესეც პრობლემაა, სავარაუდოდ ერთი წელი მოუწევს იქ დარჩენა და ახლა მთავარია არ გატყდეს, არ დანებდეს, ჩენ კი მხარდაჭერა არ უნდა მოვაკლოთ. მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!

მკითხველის კომენტარები / 36 /
ყველა ჩავარდნას აღმასვლა მოყვება,ნორმალური პროცესია ოღონდ რუბინიდან უნდა წავიდეს დროზე
david gurgenidze
03 ოქტომბერი 2021 16:17
0
წესით ასეთ კომენტარებს და სტატიებს ქართველი გულშემატკივარი და ჟურნალისტები უნდა ვწერდეთ!! ხვიჩა გვეამაყები!!!
კონსტანტინე თავართქილაძე
19 სექტემბერი 2021 12:03
0
წარმატებები ხვიჩას!!!
tngh
18 სექტემბერი 2021 18:54
0
ეს მათ გასაგონად ვინც კვარაცხელიას გოლების რაოდენობას უწუნებს. კვარაცხელია ფლანგის შემტევია და არა გამოკვეთილი თავდამსხმელი. დინამოში ყველაზე ძლიერი ფლანგის შემტევები მესხი და გუცაევი იყვნენ. ორივეს თხუთმეტი წელი ეცვა დინამოს მაისურით. და რამდენი გოლი ქონდათ განატანი თუ იცით. მესხს 54 და გუცაევს 46. ფლანგის შემტევის ძირითადი ფუნქცია ის არის რასაც მესხი და გუცაევი აკეთებდნენ და რასაც შესანიშნავად ასრულებს კვარაცხელია. რუბინის სახიფათო იერიშების 70 პროცენტი სწორედ მისი ფლანგიდან ხორციელდება.
ქუთაისი
18 სექტემბერი 2021 17:13
1
მე მაინც ერთ-ერთ მთავარ მიზეზად აგენტი მიმაჩნია.არ ეწყინება მამუკას მაგრამ,კი ბატონო რუსეთში კატირუეტსა და პერეგავორები გამოსდის,მაგრამ ევროპაში მას არა აქცს სახელი და საქმე საქმეზე რომ მივა,კლუბების წარმომადგენლები მენდეშს და უფრო პოპულარულ აგენტს დაუჯდებიან თუ მაგას.ასე რომ.....მე არ მახსენდება მისი რომელიმე წარმატებული ტრანსფერი რვროპაში,რუსეთში კი ბატონო
კახა ქ.
18 სექტემბერი 2021 16:12
1
კიდევ დააიგნორებს ნაკრებს, ქვეყნის ინტერესებს და სამუდამოდ მამუკოვიჩი იქნება ან ხვიჩა ჯუღელი. "ყინულიანი სახვევი" ფეხზე არ ადასტურებს სერიოზულ ნრავმას. ამას ნაკრების ექიმი ადასტურებს და ჟურნალისტი.
ხვიჩა, გამოადგები სამშობლო, ხალხი ისევ შეგიყვარებს. გამოადგები ჯუღელს, ორივეს ერთი გზა გქონიათ!!!
გია
18 სექტემბერი 2021 15:28
10
ჭკუას ვერ ვსწავლობთ. როგორ შეიძლება ოცი წლის ბიჭის ასეთი გადამეტებული ქება, მითუმეტეს,რომ ჯერ ფაქტიურად რაც აქვს შექმნილი, ეს საბერძნეთთან გატანილი გოლი და გადარჩენილი ქულაა. კაი ბიჭი კი არა ხვითოა მარა, ამდენი ქება?
sul2
18 სექტემბერი 2021 13:38
8
ობიექტურად რომ შევაფასოთ, ხვიჩას ეხლა საერთოდ სხვა პრობლემა უდგას, შეიძლება საერთოდ დაიკიდოს ფეხბურთი, მოტივაცია და მონდომება შეიძლება დაკარგოს და რატომ? ხვიჩას ბექგრაუნდი იდეალურად ქონდა დალაგებული, მას ქონდა კარგი სეზონი ჩატარებული რუსეთის ჩემპიონატში, ქონდა კარგი სანაკრებო თამაშები და ქონდა პიარი და მხარდაჭერა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ვებ გვერდებიდან, აბსოლიტურად ყველა წინაპირობა არსებობდა რომ რუსეთი დაეტოვებინა მაგრამ ეს ასე არ მოხდა. რატომ არ მოხდა ამას თავის მიზეზები აქვს და მათ შორის არის ფასი, აგენტი, რუბინის ინტერესები და ა.შ ეს მიზეზები რომლებიც მას ხელს უშლიან წინსვლას იქნება ერთი წლის შემდეგაც. ამიტომ შეიძლება გული აიცრუოს და ფსიქოლოგიურად უკვე გადაეწყოს ფულის კეთებაზე და არა კარიერულ წინსვლაზე. პ.ს ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ბიჭია მაგრამ ძალიან ბევრი აქვს სასწავლი ამიტომ მეტი უნდა იმუშაოს მის თავზე, ეს დაბრკოლება უნდა გადალახოს, კიდევ უფრო მაგარი უნდა გახდეს და ხასიათის სიმტკიცით და მონდომებით შეძლებს დასახული მიზნების მიღწევას, ხელის ჩაქნევა ყველა დიდი შეცდომა იქნება
ატლანტამ მხრები გაშალა
18 სექტემბერი 2021 11:55
0
ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, არ შეიძლება გადამეტებული: ქება, დიდება და ხოტბა, რომელიც არასოდეს სიკეთეს არ მოიტანსო. ასე მოგვივიდა მართლაც უნიჭიერს ხვიჩაზე. ერთბაშად ემოციებმმა გვიძალა და ვეღარ გავჩერდით. ამიტომ უნდა დავიკავოთ შუალედური მიდგომა! ასე გვინდა არ გვინდა, ვავნეთ ჩვენს ხვიჩას. ხვიჩა თუ კითხულობს ჩვენს კომენტარებს ვეტყვი: ხვიჩა შენ ხალხს უყვარხარ, ნეგატიური კომენტარები თუ მრავლად იყო, ესეც იმის გამო, რომ ფანები ძალიან გულდაწყვეტილები, გაბრაზებულები არიან საქ. ნაკრებზე და ამიტომ არ გაგიკვირდეს, რომ შენც გადმოგწვდნენ, მიუხედავად ყველაფრისა ჩვენო ხვიჩა, იცოდე, რომ შენი გვჯერა და გვიყვარხარ!!!!!!!!!!!!
გია
18 სექტემბერი 2021 11:06
3
ხვიჩა ჯიმა! მითინს ვა ურჩქილა! საქართველოსთვის,შენ ჭირდები ამ ქვეყანას!მხოლოდ წინ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
18 სექტემბერი 2021 10:34
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული