მას შემდეგ, რაც გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა, მის შესახებ არაერთი გავლენიანი გამოცემა წერს. გთავაზობთ AS-ის სტატიას, რომელიც გავლენიანმა გამოცემა ჩვენებურს მიუძღვნა.
"მისი იდეალი ნოიერი გახლავთ, თუმცა სიმაღლიდან და კონდიციებიდან გამომდინარე ბევრი მას ტიბო კურტუას ადარებს. ისინი ლა ლიგის ყველაზე მაღალი მეკარეები არიან, კვირას კი ერთმანეთს მოედანზე დაუპირისპირდებიან. შეგახსენენთ, ქართველი "ღამურების" შემადგენლობაში ზაფხულში გადავიდა, თავდაპირველად იწერებოდა, რომ ის მესამე მეკარე უნდა ყოფილიყო, თუმცა ხოსე ბორდალასმა გიორგის ნიჭი და პოტენციალი შენიშნა, მთავარმა მწვრთნელმა შანსი მისცა, მეკარემ კი ეს შესანიშნავად გამოიყენა.
როგორც აღვნიშნე გიორგი ნოიერის გულშემატკივარია, თუმცა ბევრი ტიბოს მართლაც ადარებს, ქართველი 1.99 მეტრია, ხელით კი მემარცხენეა, ისევე როგორც ბელგიელი. მხატვრულად რომ ვთქვათ, ლა ლიგაში ტყუპი კოშკები გვყავს, რომლებიც "მესტალიასა" და "სანტიაგო ბერნაბეოს" ამშვენებენ, ერთი განსხვავებაა, კურტუა ოდნავ მაღალია. ხვალ, ისინი არარეალობიდან რეალობაში გადაინაცვლებენ და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, არარეალობა იმიტომ გახლავთ, რომ ბელგიელის სატრანსფერო ღირებულება 60-ჯერ მეტია, თუმცა გიორგიმ გამოავლინა ის ბრძოლისუნარიანობა და პოტენციალი, რასაც არავინ ელოდა" - წერს AS.
"ვალენსიასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება ხვალ, 19 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.