kazanfirst: კვარაცხელია ერთი-ერთზე სუტორმინს შეჭამს - ქართველს "ზენიტთან" ორმაგი სამუშაოს შესრულება მოუწევს

AutoSharing Option
"რუბინი" რუსეთის პრემიერლიგის ლიდერ "ზენიტს" 3 ქულით ჩამორჩება და 20 სექტემბერს უმასპინძლებს. მატჩისადმი ინტერესი დიდია. აი, რას წერს kazanfirst.ru:

"რუბინთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ოზდოევი და კარავაევი, თუმცა ამ უკანასკნელის თავისუფლად შეცვლა რაკიცკის შეუძლია ან თვით სუტორმინს, რომელმაც "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. ამიტომ ყაზანში მისი დაცვის ფლანგზე ნახვა სავსებით შესაძლებელია. მაშინ დაცვის ცენტრში რაკიცკი და ჩისტიაკოვი იქნებიან.

მწვრთნელი სემაკი იმდენად წინდაუხედავი არ არის, რომ ხვიჩას წინააღმდეგ არაპროფილური მცველი დააყენოს. სუტორმინი თავდამსხმელია და მას ერთ-ერთზე ქართველი უბრალოდ შეჭამს. რუსეთის პრემიერლიგის ისტორიაში
ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელისთვის საჯარიმოს ან პენალტის გამომუშავება სირთულეს არ წარმოადგენს. მისი ფრთიდან საჯარიმოში შესვლაც ადვილი იქნება. ამიტომ სემაკი დაცვის ფლანგზე სხვა ვარიანტს მოძებნის. საპირისპირო ფრთას კი დუგლას სანტოსს ჩააბარებს. ეს მხოლოდ ვარაუდია. თუ ასე მოხდა, საინტერესო იქნება, როგორ წარმოაჩენს თავს ახალწვეული დრეიერი ბრაზილიელთან და მის დამზღვევ ჩისტიაკოვთან. "ურალის" ფეხბურთელების მსგავსად მათი თრევა ნამდვილად არ გამოუვა. ორშაბათს ახალბედას ნამდვილ დონეს ვიხილავთ.

ყველაზე მთავარია, რომ "რუბინი" ფიზიკურად კარგად მოემზადა. ფლანგები, თავდასხმის ცენტრი, დაცვა - ეს ყველაფერი ტაქტიკაა, რომლისთვისაც ყაზანელები მომზადებული არიან. ფიზიკა კი თამაშში გადამწყვეტი ფაქტორი გახდება. რაც არ უნდა თქვა, "ზენიტმა" ლონდონურ მატჩში დიდი ძალები დახარჯა.

დაცვაში კიდევ უფრო მეტად მონდომებაა საჭირო. ტალბი და ურემოვიჩი ჯერ სუპერსტაბილურ ძალად არ გამოიყურებიან. "რუბინი" საკუთარ თავს არ უღალატებს და მოედანზე ორი ცენტრალური მცველით გავა. გაუჭირდებათ დაცვის მარცხენა ფლანგზე, სადაც დიდი ალბათობით არ იქნება ტრავმირებული სამოშნიკოვი. იქ თამაში ზუევს არ შეუძლია, რომელიც ტრავმის შემდეგ აღდგენის პროცესშია. მოკლედ, მარცხენა ფრთა პრაქტიკულად შიშველი დარჩა და როგორც ჩანს, ხვიჩას მარტო საკუთარის კი არა, არამედ სამოშნიკოვის სამუშაოს შესრულებაც მოუწევს. გვინდა იმედი გვქონდეს, რომ სამოშნიკოვი აღდგენას და გუნდის დახმარებას შეძლებს.

სლუცკის მწვრთნელობისას ყაზანელები "ზენიტს" ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივეჯერ დაამარცხეს. მის წინააღმდეგ "რუბინს" თამაში შეუძლია, ყოველ შემთხვევაში, სლუცკის "რუბინს". რას უნდა ველოდოთ ამ მატჩისგან? უეჭველი კვლავ ნერვიულობას. გუნდები გოლებს გაცვლიან, ხოლო შემდეგ წავა თამაში პირველ შეცდომამდე. იმისათვის, რათა ეს შეცდომა არ დაუშვა, ფიზიკურად კარგად მომზადებაა საჭირო, უბრალოდ უნდა გადაურბინო "ზენიტს".

მკითხველის კომენტარები / 29 /
გაუმარჯოს მარგალეფს! გიყურებთ ხვალ ჯიმა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
23:16 19-09-2021
2
უფალმა კაცი თმითა და წვერით კი შექმნა, მაგრამ მისივე შექმნილია დალაქი, რომლის მოვალეობა კაცისთვის ზედმეტი ბურდღას მოშორებაა, ამიტომ ყველამ უნდა ისარგებლოს ამ საშუალებით.
ჰავლაბრელი ტიღუა
22:59 19-09-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული