ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბერიძის კიდევ ერთი გოლი და საგოლე პასი ყოფილ კლუბთან - ქართველების შაბათი [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ბერიძემ ერთ სათამაშო კვირაში მეორე გოლის გატანა შეძლო. 24 წლის შემტევმა უნგრეთის თასზე "ტისაკეჩკეს" კარი ლამაზი დარტყმით აიღო.

ბერიძემ 13 სექტემბერს თავი უნგრეთის ჩემპიონატშიც გამოიჩინა. გიორგი ტრავმირებული იყო, მანამდე კი კონფერენს ლიგაზე "ვადუცსაც" გაუტანა.

ვილი სანიოლმა მარტის სადებიუტო შეხვედრებში "უიპეშტის" ფორვარდს შანსი მისცა, ივნისის ამხანაგურ მატჩებში კი არ გამოიძახა. წესით, ოქტომბრის დაპირისპირებებისთვის ბერიძე ფრანგის სიაში უნდა ვიხილოთ.

ნიკა სიჭინავამ კი "კილოსის" მაისურით, ყოფილ კლუბ "ინგულეცის" წინააღმდეგ, საგოლე პასი მიითვალა.


ქართველი ლეგიონერი შეხვედრაში
72-ე წუთზე ჩაერთო, მისმა გუნდმა კი სტუმრად 2:0 გაიმარჯვა. ნიკა შედეგიანი პასის ავტორი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე გახდა - წაქცევის შემდეგ, ეპიზოდს არ გამოეთიშა და ჩურკოს გაატანინა.

"კოლოსი" უკრაინის ჩემპიონატში მე-10 ადგილს იკავებს, გოლის გატანა კი ძალიან უჭირს - 7 ტურის შემდეგ მეტოქის კარი მხოლოდ 5-ჯერ აიღო. ქართველ ლეგიონერს მიმდინარე სეზონში თავი არ გამოუჩენია. მომდევნო შეხვედრაში 24 სექტემბერს "ვორსკლას" უმასპინძლებენ.

უკრაინის ჩემპიონატის გასულ სეზონში სიჭინავას "ინგულეცის" რიგებში 6 გოლი და 1 საგოლე პასი ჰქონდა, სულ კი ამ გუნდის მაისურით 27 გოლის ავტორია.

altბერიძე დაბრუნდა და გოლიც გაიტანა [VIDEO]

alt"სტანდარტულებს რომ ვასრულებდე, უფრო მეტს გავიტანდი" - ნიკა სიჭინავა სიმბოლურ ნაკრებშია