მამარდაშვილი "რეალის" წინააღმდეგ, მიქაუტაძის მოლოდინი და წიტაიშვილის გუნდის სირთულე

AutoSharing Option
ცხოვრება და ფეხბურთი მართლაც საინტერესოა - "ვალენსიაში" მეორე გუნდის ფეხბურთელად გადაბარგებულ გიორგი მამარდაშვილს დღეს, 19 სექტემბერს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ შეხვედრაში ველით.

რა თქმა უნდა, ქართველ კიპერს ყველაზე დიდი გამოცდა აქვს, რაც აქამდე ჰქონია.

"ვალენსიას" მიმდინარე "ლა ლიგაში" ერთ-ერთი ყველაზე ცოტა - 2 გოლი აქვს გაშვებული, "ღამურებზე" მეტი კი მხოლოდ "რეალმა" გაიტანა - 12. ფრანგი ფორვარდი კარიმ ბენ ზემა განსაკუთრებულ ფორმაშია.

Sportall.Ge

"მესტალიაზე" საინტერესო და დაძაბული შეხვედრა უნდა ვიხილოთ. ამ სტადიონზე გასულ სეზონში მასპინძლებმა დიდი ანგარიშით (4:1) გაიმარჯვეს. კარლოს სოლერმა, რომელსაც ახლაც
მშვენიერი შედეგიანობა აქვს, იმ მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა, ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე რაფაელ ვარანმა კი ერთი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

აღსანიშნავია, რომ იესპერ სილესენი მაშინ ტრავმირებული იყო და "ვალენსიას" კარს ხაუმე დომენეკი იცავდა.

"მესტალიაზე" მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გიორგი მიქაუტაძემ კი ბელგიის თასზე შედეგიანი შეხვედრა ჩემპიონატში უნდა გააგრძელოს - ფაქტია, "სერენს" შეტევაში ძალიან უჭირს და გასული წლის ბომბარდირის დაბრუნება გუნდს ფსიქოლოგიურადაც უნდა წაადგეს.

"სერენის" დღევანდელი მეტოქე - "ანტვერპენი" ჟუპილერ ლიგაში ვერ ბრწყინავს. გუნდი ევროპა ლიგაზე გამოდის, სადაც გასულ კვირას ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან" (1:2) დამარცხდა.

Sportall.Ge

მიქაუტაძემ ჩემპიონატის ეგიდით ბოლოს 10 აპრილს, "დეინსთან" გაიტანა, ამის შემდეგ კი ბელგიის ჩემპიონატის პლეი-ოფში, საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" მაისურით, ასევე, რამდენიმე დღის წინ, თასზე გატანილი გოლების ჩათვლით  - 8 შედეგიანი დარტყმის ავტორია.

20 წლის ქართველი ფორვარდის მიმართ ბელგიური მედია ყოველთვის პოზიტიურადაა განწყობილი და იქნებ ჟუპილერ ლიგაში მისი სადებიუტო გოლიც ვიხილოთ - ამის მოლოდინი ძალიან დიდია!

შეხვედრა ჩვენი დროით 18:00 საათზე აიღებს სტარტს.

გიორგი წიტაიშვილი სექტემბრის მატჩებში საქართველოს ნაკრების ნათელი წერტილი იყო და ქართველი გულშემატკივრები მის თამაშს კიდევ უფრო დიდი ინტერესით ელიან.

უკრაინის ჩემპიონატის აუტსაიდერი "ჩერნომორეცი" მე-8 ტურში ლუგანსკის "ზარიას" ესტუმრება, რომელიც კონფერენს ლიგის მონაწილეა.

წიტაიშვილისა და ვაჩიბერაძის გუნდი ძალიან ბევრს უშვებს - 18 მიღებული ბურთი ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია და ეს ამ გუნდისთვის სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს.

Sportall.Ge

"ჩერნომორეცმა" უკანასკნელი ორი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით (2:2) დაასრულა. 20 წლის ქართველ შემტევს თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ 3 მატჩში მიეცა და ჯერჯერობოთ, შედეგიანი მოქმედება არ აქვს.

რაც შეეხება ბექა ვაჩიბერაძეს - 25 წლის ნახევარმცველმა 5 შეხვედრაში იასპარეზა.

დაპირისპირება 20:30 საათზე დაიწყება (თბილისის დრო).

altმამარდაშვილი გამოკითხვაში ლიდერობს - ვინ ითამაშებს "რეალთან"?

altმიქაუტაძეს გოლის გასატანად ცოტა დააკლდა და ოპტიმისტურადაა განწყობილი

altAS: წიტაიშვილი ახალი ალმასია - კვარაცხელიას შემცვლელი ნაპოვნია


მკითხველის კომენტარები / 5 /
მიქაუტაძემ გაიტანა
Степан
19:20 19-09-2021
0
ჩვენი ნაკრების ლეგიონერები რა ჩემპიონატებშიც თამაშობენ რომ ჩახედო ნამდვილად არ არიან ცუდი ჩემპიონატები, აგერ 8თუ9 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ევროტურნირებზე,მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ უმეტესობას არ აქვს ხშირი სათამაშო პრაქტიკა კლუბში ზოგი საერთოდ 18 კაცშიც ვერ ხვდება ხშირად ტრამვიანობენ ხშირად იცვლიან კლუბებს მაგალითად აბურჯანია გვლია კაკაბაძე მერამდენე კლუბი შეიცვალეს ამიტომ ესე ზედაპირულად ცუდი ლიგები არ არიან მაგრამ მთავარია კლუბში თამაშობდნენ იყვნენ ფიზიკურად მზად როცა სანაკრებო თამაშები იქნება წინა შეკრებაზე, რომ ვნახე სია მოდენაზე გასული ჩვენი ლეგიონერების აბსოლიტურ უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკა არ ქონდა და აბსოლიტურად ყველა ლიდერი დაგვაკლდა ტრამვების გამო.
ზურა
12:50 19-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული