ზეაქტიური გვილია - ვაკოს ძალიან ემადლიერებიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ვაკო გვილია "რაკუვში" გადასვლისთანავე გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან აქებს.

გვილიას ადაპტაცია საერთოდ არ გასჭირვებია, პოლონეთის ექსტრაკლასას გასულ ტურში "ლეხთან" სტუმრად სადებიუტო მატჩში (2:2) შეუცვლელად ითამაშა, დღეს მელეცში ადგილობრივ "სტალთან" სასტარტოში იყო და 90+2-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი 68-ე წუთზე მოედანზე კაცნაკლული დარჩა, იმ მომენტისთვის 1:0-ს იგებდნენ და საბოლოოდ 3:0 იმარჯვეს.

ვაკო მარცხენა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ ამჯერადაც ძალიან სასარგებლო იყო, მეკარე სტრუჩოკმა რამდენიმეჯერ არ დაანება
გოლის გატანა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

"რაკუვი" 11 ქულით მე-6 ადგილზეა, ლიდერ "ლეხს" 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. 25 სექტემბერს "რაკუვი" ვარშავაში "ლეგიას" დაუპირისპირდება და გვილიას თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგით რა, კლუბში ყველა კარგია მაგრამ ნაკრებს სჭირს რაღაც, ყველა მაშინ კვდება და რამე მოსდის. არ ვამბობ სპეციალურად ან გამიზნულად მაგრამ საწმუხაროდ სულ ასე ემთხვევა, როცა გადამწყვეტი მომენტია მაშინ არ მოიძებნება კაცი
Nick
19 სექტემბერი 2021 22:12
4
მე დავრწმუნდი საბოლოოდ რომ ფუჭი იმედები აღარ უნდა მქონდეს, გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში დღეისობით და კიდევ 3-4 წელი ფეხბურთი არ გვექნება, ევროპულთან მიახლოებულს ვგულისხმობ, აბა ისე კი ჯახირობენ და წვალობენ და ჩვენც გვაწვალებენ, 3-4 საშ. დონის ფეხბურთელით და მუდამ შეუმდგარი ნიჭიერებით მოვდივართ 1981 წელიდან და სადაც ვართ ყველა ხედავს, 0 დან არის დასაწყები და ბელგიის და შვეიცარიის მოდელის მორგება უნდა მოხდეს ჩვენთან, ფიზიკური მონაცემების და მოქნილი აზროვნების ბავშვების მძიება და რეგიონების მიხედვით მოწვეულ მწვრთნელებთან მიბარებით.....
გუსანი
19 სექტემბერი 2021 21:14
2
პირველი სეზონი ყველგან კარგი აქვს ხოლმე. მეორე წელს არ უნდა დარჩეს არსად
Gia
19 სექტემბერი 2021 21:06
0
არადა ლეგიაში პირველი სეზონი რო ქონდა ეგეთი ვაკო საჭიროა ნაკრებში და სხვათაშორის შვეიცარიის დროსაც კარგი იყო ვაკუნა . ჩემი აზრით საჭიროა გვილია , ყოველშემთხვევაში სულ უკან პასზე მაინც არ ფიქრობს .
ლშა_იუვენტინო
19 სექტემბერი 2021 20:43
0
კვეკვე და ეს აუცილებელია ნაკრებში , დაუშვილის (ცუდად არ იბრძოდა ისე ბუბაც) და აბუს მაგივრად ესენი უნდა ყოფილიყვნენ ისედაც …
bejo
19 სექტემბერი 2021 20:26
2
კარგია რო ათამაშდა, იმედია ოქტომბერში ნაკრებში ექნება კარგი თამაშები
irakli
19 სექტემბერი 2021 19:19
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული