საბა ლობჟანიძე დაბრუნდა და "ჰათაისპორს" გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
თურქეთის სუპერლიგის მეხუთე ტურში "ჰათაისპორი" პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 მარცხდებოდა საკუთარ მოედანზე "კაისერისპორთან", შესვენების შემდეგ შეცვლაზე ლობჟანიძე შევიდა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, 52-ე წუთზე მარჯვენა ფრთაზე მეურვეს გაექცა და დიუფს საგოლე გადაცემა გაუკეთა. 71-ე წუთზე კი ელ კააბიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ლობჟანიძემ მიმდინარე ჩემპიონატის 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ჰათაისპორი" 10 ქულით მე-4 ადგილზეა და 22 სექტემბერს სტუმრად "გიოზთეფეს" შეხვდება.