შეცვლაზე შესულმა ჩაკვეტაძემ "გენტი" მარცხისგან ვერ იხსნა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურში "გენტი" გასვლაზე 0:1 დამარცხდა "კორტრეიკთან".

მასპინძლები მე-9 წუთზე დაწინაურდნენ, რის შემდეგაც სტუმრები განუწყვეტლივ უტევდნენ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე მარკო ილიჩი.

"გენტის" ნახევარმცველმა რომან ბეზუსმა 48-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, თამაში მის ნაცვლად 63-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა გიორგი ჩაკვეტაძემ გაამწვავა, მე-80 წუთზე ტარიკ ტისუდალიმ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვლეს, 86-ეზე კი ჩაკვეტაძემ შორიდან ძლიერად დაარტყა და "კორტრეიკი" ისევ ილიჩმა იხსნა.

"გენტი" 7 ქულით მე-16 ადგილზეა (1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 23 სექტემბერს
სტუმრად "ანდერლეხტს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაფერი კარგად მიდის
სწორია სიჩქარე არ უნდა ამ საქმეს
ჩაკვე გაიხაენებს დიდ ფეხბურთს
თენგო
20 სექტემბერი 2021 14:18
0
ნუ ჩქარობთ ხალხო ვთქვი და კიდევ გავიმეორებ რომ ეგეთ ტრამვის შემდეგ 90 პროცენტი თამაშს თავს ანებებს , ან ვეღარ იბრუნებს ძველ ფორმას. გიოს ეტყობა, რომ მალე დაბრუნდება, მარა ასეთი უხეში თამაშები და სრული დატვირთვა ადრეა. იგი ახალგაზრდაა და მე თუ მკითხავთ, ეხლა ბოლომდე გამოჯანმრთელება სჯობს და კიდევ მოცდა, სანამ ნაოპერაციები კარგად არ გაძვალდება და შეხორცდება, ვიდრე ახლავე თამაშის სამუდამოდ დამთავრება, ყენიასი და ქინქლაძის არიყოს, ფუი ეშმაკს. მე რომ მიიის ადგლას ვიყო, 15-20 წუთზე მეტს არ ვთამაშებდი ახალ სეზონამდე. სწორედ სჩქარის გამო სჭირს ის, რაც სჭირს ამტომ ჩვენ გვეჩქარება მარა მედიცინის ანონებს დავემორჩილოთ ისა სჯობს. დიდი ფული ჩადო გუნდმა მასში და არ გაანიავებენ, არ არის ჯერ მზად ფიზიკურად გიო და ნე-ნელა აჩვევენ. მთავარია ფრთხილად და ნელნელა შიშიც გაუქრება. სასწაული იქნება მაგის დაბრუნება, მარა კაი პირი უჩანს. ღმერთო უშველე და გვიშველე. არაბიძეზე მწყდება გული. მაგის ჩეხეთთან თამაში არ დამავიწყდება, მაშინ მარტო ათრია გუნდი, არ გაუმართლა გოლი ვერ შევაგდეთ, თორე ფინალისაც მოვიგებდით და ეგ კაი გუნდშიც იქნებოდა და ყველაფერს აცდებოდა. ფედერაციამ დააშავა, მაშინ, ნაკრებში შანსი რომ არ მისცეს, არადა ძირითადს იმსახურებდა, რომელი ყავდათ უკეთესი. აი , მაშინ გაუტყდა გული ბიჭს, მერე მამაც მოუკვდა და ასე დავღუპეთ ბიჭი. ტალანტებს თავისებური ხასიათი აქვთ. ცეცაძემ ბოლომდე კი ათრია მარა მთავრობამ კრა ხელი და . ვნახოთ,კიდევ შეიძლება მისი რეინკარნაცია. ღმერთო, მაგასაც უშველე.
ლევან მაღლაკელიძე
20 სექტემბერი 2021 10:17
0
კარგად შემოვიდა დღეს უფრო მეტი დროც მიიღო ვიდრე წინა თამაშებში კაციც მოატყუა გამწვავა თამაში და კარშიც დარტყა. მარა მოწინაღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ძაან ცუდად იქცეოდნენ რაც მეორე ტაიმი დაიწყო ყოველ 3 წუთში ვიღაცა მინდორზე იწვა ტემპს აგდებდნენ ყოველ წამა და გაზონი საშინწლ მდგომარეობა ში იყო ასეთი ცუდი მინდორო ბელგიაში უმაღლეს ლიგაში გასაკვირია.იმედი მაქვს ესე ნელ ნელა მალე გიორგი დაბრუნდება ძირითადში და ფორმასაც აკრეფს აჩქარება არ ია ეგებ ს როცა იქნება 100% მზად მწვრთნელი მაშინ დაყენება ძირითადში 2 წელზე მეტი ნორმალურად ფეხბურთი არ უთამაშია და ახლა სჭირდება კარკვეული დრო რომ აღიდგინოს ფორმა და ჩაჯდეს გუნდის ძირითადში.
Gio
20 სექტემბერი 2021 03:54
0
შევა მალე ფორმაშ ჩვენი ოქროს ბიჭუნა და ძირითადიც იქნება გოლები და პასებიც.
War
20 სექტემბერი 2021 03:19
1
ეს როდისღა შევა ფორმაში ღმერთმა იცის ფიფია რომ ბინა ნაკრების ფეხბურთელებს დაბრუნებით დინამოში მოიყვანო ჩაკვე
აუფ
20 სექტემბერი 2021 03:15
7
ჭირსაც წაუღია გენტი.მთავარია გიოს სათამაშო დრო, მეტი და მეტი მისცენ.მაგათი საშველი,გიორგის ფორმაში ჩადგომაა.ბეზუსთან ერთად,ეგ გააძლიერებს გენტს.ამიტომ მეტი სათამაშო დრო.აუცილებელია.
სოსო
20 სექტემბერი 2021 03:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული