ჩაკვეტაძე თავის შანსსა და მეტ ნდობას ელის!

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" ჟუპილერ ლიგაში სუსტად გამოიყურება - გუნდს 13 გოლი აქვს გატანილი და მართალია, მოქმედი ჩემპიონი "ბრიუგე" 6:1 დაამარცხა, თუმცა 6 მატჩის შემდეგ მხოლოდ 7 ქულა აქვს და მე -16 პოზიციას იკავებს.

როცა საქმეები კარგად ვერ მიდის, მწვრთნელები ცვლილებებს მიმართავენ, თუმცა ქართველმა ნახევარმცველმა ნდობა ისევ ვერ მიიღო...

ჩაკვეტაძეს ყველაზე მეტი დრო კონფერენს ლიგაზე, ლატვიური რფს-ის წინააღმდეგ მიეცა - 28 წუთი. გასაგებია, რომ ის იდეალურ ფორმაში არაა, თუმცა საქართველოს ნაკრების შეხვედრებშიც გამოჩნდა, რომ ყველაფერს აკეთებს, კარგ კონდიციებს მიუახლოვდეს. თუმცა, ამისთვის
ფსიქოლოგიური ბარიერებიც აქვს გასავლელი - უნდა დაიჯეროს, რომ ისევ შეუძლია!

ქართული სპორტული გვერდები ჩაკვეტაძის თბილისის "დინამოში" გარკვეული დროით დაბრუნებაზე წერენ, რათა გიორგიმ ფორმაში შესვლა შეძლოს. კახა ცხადაძემ დაანანონსა,რომ გუნდი ისეთი ფეხბურთელებით გაძლიერებას აპირებს, უკანასკნელ წლებში საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვანი მოთამაშეები რომ იყვნენ...

19 სექტემბერს "გენტი" "კოტრაიკს" სტუმრობს, რომელთანაც საკმაოდ უჭირს და უკანასკნელ ორ შეხვედრაში დამარცხდა.

გიორგისთვის სასურველ პოზიციაზე - ფორვარდების უკან და ცენტრალურ ნახევარმცველებზე წინ, მუდმივად 30 წლის უკრაინელი ლეგიონერი რომან ბეზუსი თამაშობს. "ჩაკვეზე" დაყრდნობა კიდევ არაერთ პოზიციაზე შეიძლება...

შორს არც ოქტომბრის სანაკრებო მატჩებია...

alt"გენტი" ესტონეთშია, ჩაკვეტაძეზე კი ისევ ცოტა ვიცით...

altქართველები ევროტურნირებზე: სათადარიგო ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი მონაკოში, ქართული დერბი ბრატისლავაში [VIDEO]

altბულგარეთი-საქართველო. როგორც იქნა - მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე სასტარტოში!

მკითხველის კომენტარები / 9 /
ტანკისტი მომეცონა.მაგარია.
vagneri janashia.
21:26 19-09-2021
0
ბოლნისის სიონში. დაეხმარება გუნდს
ისიდორე
17:12 19-09-2021
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული