
AS:
"მამარდაშვილმა თავის პირველ დიდ მატჩში არაერთი ბურთი დაბლოკა - ჯერ აზარის, შემდეგ ვალვერდეს, ბენზემას დარტყმის ეპიზოდში კი პოზიცია სწორად ეკავა.
გიორგიმ მაინც გაუშვა - ჯერ რიკოშეტით, მეორე გოლის ეპიზოდში კი კარიდან გამოსვლის დრო არასწორად შეარჩია, რაც ბენზემამ არ აპატია."
"ვალენსიას" თავკაცი ხოსე ბორდალასი, მატჩის შემდეგ, ბოლო წუთებში გუნდის საერთო სისუსტეზე მიუთითებდა:
"ჩვენ დავიღალეთ და მეტოქეს ბევრი

Sofascore-მა გიორგი 6,9-ით შეაფასა, რაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და "ვალენსიას" დაცვის ხაზის წევრებს აღემატება. Whoscored-მა "ღამურების" კიპერს 7 დაუწერა.
ყველაზე გამორჩეულები კარიმ ბენზემა (8.5) და ვინისიუს ჟუნიორი (8.4) იყვნენ.

"ვალენსიას" საკმაოდ რთული კალენდარი აქვს - 22 სექტემბერს "სევილიას" ესტუმრება, 25-ში კი "ბილბაოს" მიიღებს.
მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]