ბენზემამ შეცდომა არ აპატია - მამარდაშვილის შეფასებები

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი და "ვალენსია" "ლა ლიგაში" პირველად დამარცხდნენ - მადრიდის "რეალის" გამუდმებულ იერიშებსა და ზეწოლას ვერც "ღამურებმა" გაუძლეს და ქართველმა კიპერმაც შეცდომა დაუშვა.

AS:

"მამარდაშვილმა თავის პირველ დიდ მატჩში არაერთი ბურთი დაბლოკა - ჯერ აზარის, შემდეგ ვალვერდეს, ბენზემას დარტყმის ეპიზოდში კი პოზიცია სწორად ეკავა.

გიორგიმ მაინც გაუშვა - ჯერ რიკოშეტით, მეორე გოლის ეპიზოდში კი კარიდან გამოსვლის დრო არასწორად შეარჩია, რაც ბენზემამ არ აპატია."

"ვალენსიას" თავკაცი ხოსე ბორდალასი, მატჩის შემდეგ, ბოლო წუთებში გუნდის საერთო სისუსტეზე მიუთითებდა:

"ჩვენ დავიღალეთ და მეტოქეს ბევრი
ჩაწოდების შესაძლებლობა მივეცით, რა დროსაც მამარდაშვილმა შეცდომა დაუშვა."

Sportall.Ge

Sofascore-მა გიორგი 6,9-ით შეაფასა, რაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და "ვალენსიას" დაცვის ხაზის წევრებს აღემატება. Whoscored-მა "ღამურების" კიპერს 7 დაუწერა.

ყველაზე გამორჩეულები კარიმ ბენზემა (8.5) და ვინისიუს ჟუნიორი (8.4) იყვნენ.

Sportall.Ge

"ვალენსიას" საკმაოდ რთული კალენდარი აქვს - 22 სექტემბერს "სევილიას" ესტუმრება, 25-ში კი "ბილბაოს" მიიღებს.

altმამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
რა გასაკვირია, ასეთი დონის თამაშში მეკარეს ეტყობოდეს ნერვიულობა, მითუმეტეს მეხუთე თამაშია საერთოდ პრიმერაში. უკვე გამოსასვლელ გვირაბში, ისე უყურებდა რეალის ფეხბურთელებს,ალბათ ახსენდებოდა თბილისურ ეზოში როგორ იდგა აგურებს შორის კარებში. მიდი მამარდ, არ დანებდე, იშრომე და გაძლიერდი
მიდი მამარდ:)
12:03 20-09-2021
1
როცა რეალთან გაქვს თამაში და ემოცია პიკს აღწევს ნერვბეის თამაში იწყება. ეს ეტყობოდა გიორგის, დარტყმების მომენტშიც უჭირდა ბურთის შეკავება რაც სხვა თამაშებში პრობლემა არ იყო.მთავარია ეს პრობლემა მკინვეულად არ აღიქვას და გააგრძელოს პორგრესი. დიდი პოტენციალი აქვს და წარმატაბები შემდეგ თამაშებში
Nick
10:20 20-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული