"მეკარეს ლამაზად "შეუსრულა" - ბელგიელები მიქაუტაძეს იწონებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდ გიორგი მიქაუტაძეს "სერენში" თამაში მართლაც მშვენივრად გამოსდის და შედეგიანობით გამოირჩევა - "მეციდან" დაბრუნების შემდეგ, 20 წლის ფეხბურთელმა უკვე 4 გოლის გატანა შეძლო.

ბელგიური voetbalkrant-ი წერს:

"სერენს უბრალოდ შესანიშნავი შემტევი ჰყავს! მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა შეუძლია - როგორც კი ბურთთან მიახლოების საშუალება მიეცა, "ანტვერპენის" მეკარეს ლამაზად "შეუსრულა."

ქართველის გუნდი მაინც დამარცხდა (1:2) და უახლოეს ტურში სერიოზული მეტოქე ჰყავს - "გენკი." ამის შემდეგ, "სერენს" ისეთ გუნდებთან უწევს დაპირისპირება, ქულების მოპოვება თავისუფლად უნდა დაგეგმოს, 6 ნოემბერს კი გიორგი
ჩაკვეტაძის "გენტს" უმასპინძლებს.

altგოლების მანქანა ამუშავდა - მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, მაგრამ... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული