ხვიჩა სრულფასოვნად უნდა დაბრუნდეს, ქეცბაიამ მარცხიანი კვირა დაივიწყოს!

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინს" პრემიერლიგის მე-8 ტურში სერიოზული მეტოქე ჰყავს - გათამაშების ლიდერი "ზენიტი." ხვიჩა კვარაცხელია ორშაბათის მატჩს სრულად მომჯობინებული უნდა შეხვდეს.

აღსანიშნავია, რომ სანკტ-პეტერბურგელებს საკუთარ კარში მე-5 ადგილზე მყოფ ყაზანელებზე მეტი ბურთი აქვთ მიღებული, თუმცა "ზენიტს" ბევრი გააქვს, მათ შორის "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელ მალკომსაც. გამორჩეული კი ირანელი სარდან აზმუნია - მან ჯერ სუპერთასზე გაიტანა, ჩემპიონატში კი უკვე 5 გოლის ავტორია.

ყაზანელებს წინა ტურში ახალი გმირი ჰყავდათ - დანიელი ანდერს დრაიერი, რომელმაც "ურალთან" ჰეთ თრიკი შეასრულა. მას ერთხელ ასისტენტობა კვარაცხელიამაც გაუწია.

ხვიჩას
ირგვლივ ბოლო დროს ბევრი რამ მოხდა, იმედია ის ძალებს ბოლომდე აღიდგენს, მობილიზებას სრულად შეძლებს და თავის პოტენციალსა და შესაძლებლობებს სრულფასოვნად გამოავლენს!

შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება.

როცა სტარტს ყაზანური მატჩი აიღებს, "ურალისა" და მოსკოვის "ლოკომოტივის" შეხვედრა ცოტა ხნის დასრულებული იქნება. ლუკა გაგნიძეს "რუბინთან" მხოლოდ 13 წუთი მიეცა და იმედია, 18 წლის ნახევარმცველს დღევანდელ შეხვედრაში მეტად დატვირთავენ.

Sportall.Ge

კვიპროსის ჩემპიონატში კი თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" მარცხიანი სათამაშო კვირის დავიწყებას საკუთარ მოედანზე ეცდება - ფამაგუსტელებმა "დოქსასა" და კონფერენს ლიგაზე "პარტიზანთან" ერთნაირი ანგარიშით (0:2) წააგეს.

მათი დღევანდელი მეტოქე "ახნასი" 2 მატჩის შემდეგ მოუგებელია. "ანორთოსისის" რიგებში გიორგი ლორიასა და ნიკა ნინუასთან ერთად, უკვე ნიკა კაჭარავასაც ველით, რომელიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

მატჩი ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ამ შეხვედრამდე (20:00 სთ), ქეცბაიას გუნდის მძლეველი, ავთო ებრალიძის "დოქსა" "ომონიას" ესტუმრება.

altkazanfirst: კვარაცხელია ერთი-ერთზე სუტორმინს შეჭამს - ქართველს "ზენიტთან" ორმაგი სამუშაოს შესრულება მოუწევს

altქეცბაიამ მარცხი აღიარა, კაჭარავა დაბრუნდა, შემდეგი მატჩი ჩაკვეტაძის წინააღმდეგაა

altლორია კონფერენს ლიგის ორ საუკეთესოში - ქართველი კიპერის სეივი გამოარჩიეს [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 10 /
მეჩვენება თუ რა არის? თმებზე გადასაჭერი თასმა უკეთია? კარგი რა ხვიჩა, არ გირჩევნია თმა შეისწორო და ეგ რაღაცა არ გეკეთოს? ერთი სიტყვით ხვიჩამ უნდა მიხედოს თავის იერს, წვერი მოიპარსოს და თმებიც წესრიგში მოიყვანოს. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ეზარება თავის მოვლა. გულშემატკივრებს გვინდა თავისი ფეხბურთელი, კარგ ფეხბურთელობასთან ერთად, გარეგნობაზეც ფიქრობდეს იმიტომ,რომ მილიონობით ხალხი გიყურებს და ვიზუალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს!
არავითარი ჩასაფრებულის პოზიციიდან!
14:44 20-09-2021
6
თუ სამოშნიკოვი ვერ ითამაშებს,ძალიან გაუჭირდება რუბინს.შეტევაშიც მაგრად ერთვება და დაცვაშიც კარგია.არც მისი შემცვლელი ჰყავთ.ამას წინათ ხვიჩა რომ შეცვალეს და რამდენიმე წუთში სამოშნიკოვი გააძევეს,რუბინი უბრალოდ "გაიდირკა",მისი პოზიციიდან.ვერავინ ჩაანაცვლა.ზენიტს ფიზიკურად ძალიან მძლავრი,მობილური შემტევები ჰყავთ და რუბინს ძალიან გაუჭირდება,მის გარეშე.
სოსო
14:50 20-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული