ხვიჩა სრულფასოვნად უნდა დაბრუნდეს, ქეცბაიამ მარცხიანი კვირა დაივიწყოს!

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინს" პრემიერლიგის მე-8 ტურში სერიოზული მეტოქე ჰყავს - გათამაშების ლიდერი "ზენიტი." ხვიჩა კვარაცხელია ორშაბათის მატჩს სრულად მომჯობინებული უნდა შეხვდეს.

აღსანიშნავია, რომ სანკტ-პეტერბურგელებს საკუთარ კარში მე-5 ადგილზე მყოფ ყაზანელებზე მეტი ბურთი აქვთ მიღებული, თუმცა "ზენიტს" ბევრი გააქვს, მათ შორის "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელ მალკომსაც. გამორჩეული კი ირანელი სარდან აზმუნია - მან ჯერ სუპერთასზე გაიტანა, ჩემპიონატში კი უკვე 5 გოლის ავტორია.

ყაზანელებს წინა ტურში ახალი გმირი ჰყავდათ - დანიელი ანდერს დრაიერი, რომელმაც "ურალთან" ჰეთ თრიკი შეასრულა. მას ერთხელ ასისტენტობა კვარაცხელიამაც გაუწია.

ხვიჩას
ირგვლივ ბოლო დროს ბევრი რამ მოხდა, იმედია ის ძალებს ბოლომდე აღიდგენს, მობილიზებას სრულად შეძლებს და თავის პოტენციალსა და შესაძლებლობებს სრულფასოვნად გამოავლენს!

შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება.

როცა სტარტს ყაზანური მატჩი აიღებს, "ურალისა" და მოსკოვის "ლოკომოტივის" შეხვედრა ცოტა ხნის დასრულებული იქნება. ლუკა გაგნიძეს "რუბინთან" მხოლოდ 13 წუთი მიეცა და იმედია, 18 წლის ნახევარმცველს დღევანდელ შეხვედრაში მეტად დატვირთავენ.

Sportall.Ge

კვიპროსის ჩემპიონატში კი თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" მარცხიანი სათამაშო კვირის დავიწყებას საკუთარ მოედანზე ეცდება - ფამაგუსტელებმა "დოქსასა" და კონფერენს ლიგაზე "პარტიზანთან" ერთნაირი ანგარიშით (0:2) წააგეს.

მათი დღევანდელი მეტოქე "ახნასი" 2 მატჩის შემდეგ მოუგებელია. "ანორთოსისის" რიგებში გიორგი ლორიასა და ნიკა ნინუასთან ერთად, უკვე ნიკა კაჭარავასაც ველით, რომელიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

მატჩი ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ამ შეხვედრამდე (20:00 სთ), ქეცბაიას გუნდის მძლეველი, ავთო ებრალიძის "დოქსა" "ომონიას" ესტუმრება.

altkazanfirst: კვარაცხელია ერთი-ერთზე სუტორმინს შეჭამს - ქართველს "ზენიტთან" ორმაგი სამუშაოს შესრულება მოუწევს

altქეცბაიამ მარცხი აღიარა, კაჭარავა დაბრუნდა, შემდეგი მატჩი ჩაკვეტაძის წინააღმდეგაა

altლორია კონფერენს ლიგის ორ საუკეთესოში - ქართველი კიპერის სეივი გამოარჩიეს [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 10 /
ბიჟო მოდრიჩზე უკეთესი გახდებოდეს და თმაზე, გინდ რეზინა გეიკეთოს და გინდ გრებეშოკი.
მალხაზ ჯობავა
19:40 20-09-2021
1
სპოტულ გვერეზე სპორტული სტატია იდება, შემოვდივარ რომ წავიკითხო. ამ დროს ქართველების კომენტარები: თმა, წვერი, ულვაში...
როდის უნდა გამოვიდეთ ამ სიბნელიდან რომ ვინმეს გარეგნობაზე ამხელა ხალხმა კომენტრები არ აკეთოთ.
Michael
16:37 20-09-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული