კანისარესი მამარდაშვილს ისევ აქებს - კარში რომ დარჩენილიყო...

AutoSharing Option
ვეტერანი ესპანელი მეკარე სანტიაგო კანისარესი, Tiempo De Juego-ს ეთერში, კარიმ ბენზემას "ვალენსიას" კარში გატანილ გოლს გამოეხმაურა და გიორგი მამარდაშვილის ბრალეულობა გამორიცხა:

"ვინისიუსმა ბურთი ორ ცენტრალურ მცველს შორის ჩააწოდა, შესაბამისად, მამარდაშვილი კარში რომ დარჩენილიყო, გოლს 95%-იანი ალბათობით გაუშვებდა.

გიორგის გამოსვლით ფრანგი ფორვარდი გაცილებით ნაკლებად კომფორტულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა, გატანა მაინც არ გასჭირვებია."

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კანისარესი მამარდაშვილის გამამხნევებელ კომენტარს აკეთებს და ეს 20 წლის კიპერს ფსიქოლოგიურად უნდა წაადგეს.

altბენზემამ შეცდომა არ აპატია - მამარდაშვილის შეფასებები

altმამარდაშვილის დასანანი შეცდომა -

"ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 35 /
მაგრამ ზოგიერთი კომენტატორი კანისარესზე "ჭკვიანია"
Რაგბის ფანი
02:02 21-09-2021
1
ხალხო გაცერდით ნუ პროფესორობთ და ვაცადოთ ამ ბიჭს! იმის მაგივრად რომ გვერდში დავიდგეთ ვანუგეშოთ რა სისულეებს წერთ აზრზე ხართ?არ გრცხვენიათ?სირცხვილია რასაც თქვენ აკეთებთ!გიორგი არ მოუსმინო არავის და არ დაიძაბო მთავარია,მიაწექი ისევე როგორც აქამდე აწვებოდი! არ მოდუნდე და იმუშავე ბევრი!ჯიგარი ხარ!
გეგი
00:47 21-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული