"სლუცკი ამბობს, რომ ფეხბურთელის პიროვნული განვითარება შეუძლებელია მთელი გუნდის ზრდის გარეშე. ჩვენ წარმატების მიღწევა ერთად შეგვიძლია. მაშინაც კი, თუ გუნდი გაიმარჯვებს 1: 0 ანგარიშით და მე არ გავიტან, მაინც ბედნიერი ვიქნები...
"რუბინი" არის ძალიან კარგი, ახალგაზრდული გუნდი, რომელიც დაკისრებულ ამოცანებს წარმატრებით გადაჭრის. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია გავიზარდოთ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ...
ერთ დღეს გადავალ უფრო ძლიერი ლიგის კლუბში, მაგრამ ჯერ აქ საკუთარი თავის დამტკიცება მომიწევს...
ხვიჩა კვარაცხელია დიდი ფეხბურთელი გახდება. ის არ უშინდება, როდესაც მის წინ ორი ან სამი მეტოქეა.
ქართველმა გარემარბმა შთაბეჭდილება პირველივე დღეს მოახდინა - მას ძალიან კარგი დრიბლინგი, შესანიშნავი სიჩქარე და ტექნიკა აქვს.
მისი თამაში ნანახი არ მქონდა, თუმცა "ესბიერგში" ჩემთან ერთად ქართველები თამაშობდნენ და იმათ მითხრეს, კვარაცხელია მაგარი ფეხბურთელიაო. ამაში დასაწრმუნებლად დიდი დრო არ დამჭირვებია - რუსული ლიგის სადებიუტი მატჩში ჰეთ-თრიკიდან პირველი გოლისას სწორედ ხვიჩამ მიპასა."
ყაზანის "რუბინი" დღეს, 20 სექტემბერს "ზენიტს" დაუპირისპირდება.
ხვიჩა სრულფასოვნად უნდა დაბრუნდეს, ქეცბაიამ მარცხიანი კვირა დაივიწყოს!