ხვიჩა შეცვალეს, სლუცკი გააძევეს, "რუბინი" "ზენიტთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში „რუბინი“ საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა ლიდერ „ზენიტთან“.

სტუმრები უკეთესად თამაშობდნენ, მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს.

67-ე წუთზედ დმიტრი ჩისტიაკოვის ავტოგოლით ყაზანელებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს, 73-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს, ხოლო 77-ეზე მსაჯმა სერგეი ივანოვმა მასთან კამათისთვის მასპინძელთა მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. სლუცკი ძალიან უკმაყოფილო იყო არბიტრის გადაწყვეტილებებით და სისტემატურად გამოთქვამდა პროტესტს.

„რუბინი“ 14 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა და
26 სექტემბერს მოსკოვში „დინამოს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ვუყურე თამაშს, შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა ნელ-ნელა რეგრესირებს და თუ ეგრე გააგრძელა ალბათ დარჩება რუსეთის ჩემპიონატის საშუალო დონის ფეხბურთელად. ზენიტთან და ესეთ გუნდებთან უნდა გამოიჩინოს თავი და ყველას დაანახოს რა შეუძლია, აბა ტულის არსენალს მეც გავუტან ერთ ბურთს. მოკლედ ადრეც ვამბობდი ამ ბიჭს ჯერ ბევრი რამ კიდევ დასამტკიცებელი აქვს მეთქი და მართალიც გამოვდექი. ეგეთი თამაშით რაც მან ზენიტთან და ადრე სპარტაკთან ითამაშა, იუვენტუსი და მილანი კი არა პრაღის სპარტა არ აიყვანს. ბოლო დროს რაღაც უგულოდ თამაშობს,სირბილი თითქოს ეზარება, პასებს არ იძლევა ან აგვიანებს, ეს მისი კრაიდან შესვლები ყველამ ისწავლა და მოკლედ არაფერი გამოუდის. დროა სხვანაირად ათამაშდეს, უფრო მრავალმხრივი უნდა გახდეს, ფიზიკაშიც უნდა მოუმატოს, თორემ შერჩება დიდ რუსეთს სამუდამოდ.
დათო
23:06 20-09-2021
3
ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატია!! ლოკომოტივსაც ვუყურე და რუბინსაც ,/ კარგად შეფუთული საქართველოს ჩემპიონატია!!!/. ხვიჩაზე რა უნდა ვთქვა?! არაფერი!!! თმები შეიჭრას, წამდაუწუმ პრიჩისკას ისწორებს!
Vasili
23:54 20-09-2021
9

სიახლეები პოპულარული