ხვიჩა შეცვალეს, სლუცკი გააძევეს, "რუბინი" "ზენიტთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში „რუბინი“ საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა ლიდერ „ზენიტთან“.

სტუმრები უკეთესად თამაშობდნენ, მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს.

67-ე წუთზედ დმიტრი ჩისტიაკოვის ავტოგოლით ყაზანელებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს, 73-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს, ხოლო 77-ეზე მსაჯმა სერგეი ივანოვმა მასთან კამათისთვის მასპინძელთა მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. სლუცკი ძალიან უკმაყოფილო იყო არბიტრის გადაწყვეტილებებით და სისტემატურად გამოთქვამდა პროტესტს.

„რუბინი“ 14 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა და
26 სექტემბერს მოსკოვში „დინამოს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ალღო აუღეს უკვე მცველებმა და დაამთავრეს. იციან როგორ ეთამაშონ. მარგი ქმედება თანდათან აკლდება.
ხვიჩა ბელგია ჰოლანდიის ჩემპიონატების დონეა. მეტი არაა და ნუ აბრალებთ არიქა დიდ ტალანტობას.
გიორგი
20 სექტემბერი 2021 23:38
11
მოაშორონ ეს ჟუღელი ამ ბავშვს. უკვე დაეტყო ქართული სენი. ძალიან დიდი ხანი უჭირავს ბურთი და პასი ან დართყმა დღეს დროულად ერთხელაც ვერ განახორციელა. როცა დასართყამზე გავიდა პასი გააკეთა უმისამართოთ და როცა პასი იყო მისაცემი სადღაც უგზოუკვლოდ უტახუნა. ნიჭიერი ბავშვები ქართველ აგენტებს არ უნდა გააკარონ განსაკუთრბით ამ ქართველ "რა იოლას" - ბიჯო რა იოლი ყოფილა ფულის შოვნა?
niko
20 სექტემბერი 2021 23:29
1
სამწუხაროდ ე.წ. დიდ კლუბთან ვერ!
gela
20 სექტემბერი 2021 23:23
2
ვუყურე თამაშს, შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა ნელ-ნელა რეგრესირებს და თუ ეგრე გააგრძელა ალბათ დარჩება რუსეთის ჩემპიონატის საშუალო დონის ფეხბურთელად. ზენიტთან და ესეთ გუნდებთან უნდა გამოიჩინოს თავი და ყველას დაანახოს რა შეუძლია, აბა ტულის არსენალს მეც გავუტან ერთ ბურთს. მოკლედ ადრეც ვამბობდი ამ ბიჭს ჯერ ბევრი რამ კიდევ დასამტკიცებელი აქვს მეთქი და მართალიც გამოვდექი. ეგეთი თამაშით რაც მან ზენიტთან და ადრე სპარტაკთან ითამაშა, იუვენტუსი და მილანი კი არა პრაღის სპარტა არ აიყვანს. ბოლო დროს რაღაც უგულოდ თამაშობს,სირბილი თითქოს ეზარება, პასებს არ იძლევა ან აგვიანებს, ეს მისი კრაიდან შესვლები ყველამ ისწავლა და მოკლედ არაფერი გამოუდის. დროა სხვანაირად ათამაშდეს, უფრო მრავალმხრივი უნდა გახდეს, ფიზიკაშიც უნდა მოუმატოს, თორემ შერჩება დიდ რუსეთს სამუდამოდ.
დათო
20 სექტემბერი 2021 23:06
3
მერედა ბიძია ტულის არსენალთან გამტანი თუ ხარ წადი და გაიტანე, რას ითხრი ამ კომპიუტერთან თვალებს.DDD ი
jjj
20 სექტემბერი 2021 23:36
5
კვარაცხელიას ეტყობოდა დაღლილობა და იმიტომ შეცვალა . ხვიჩას ძალიან ბევრი რამ აქვს მოსამატებელი
ისიდორე
20 სექტემბერი 2021 23:05
1
ობიეკტურები იყავიით
beqa
20 სექტემბერი 2021 22:40
0
ხვიჩას ყველაზე ცუდი თამაში იყო. ეტყობა გული აქვს აცრუებული და როდის შევა ფორმაში მაგას ველოდებიიიიიიით
???????????????
20 სექტემბერი 2021 22:38
1
ცალკარა იყო, დიუპინი რომ არა ათ გოლს გაუტანდნენ რუბინს, ის ერთი გოლიც ზენიტმა გაიტანა საკუთარ კარში. ხვიჩამ ისეირნა და მერე შეცვალეს. ჯერ ფორმისგან ძალიან შორს არის. შეფასებებში ნული ეკუთვნის არც მეტი არც ნაკლები სამწუხაროდ
გია
20 სექტემბერი 2021 22:35
2
Ეს ბიჭი ჯანოს მაგონებს. ნეტა წასულიყო ევროპაში.
ლომი
20 სექტემბერი 2021 22:33
1
დესპოტოვიჩი და კვარაცხელია სულ რომ არ გამოეყვანა სლუცკის აჯობებდა. აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებიათ, ტყუილად სათვალავში იყვნენ უბრალოდ. ძალიან ცუდია ხვიჩას ესეთი თამაშები
gia
20 სექტემბერი 2021 22:30
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული