სტუმრები უკეთესად თამაშობდნენ, მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს.
67-ე წუთზედ დმიტრი ჩისტიაკოვის ავტოგოლით ყაზანელებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს, 73-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს, ხოლო 77-ეზე მსაჯმა სერგეი ივანოვმა მასთან კამათისთვის მასპინძელთა მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. სლუცკი ძალიან უკმაყოფილო იყო არბიტრის გადაწყვეტილებებით და სისტემატურად გამოთქვამდა პროტესტს.
„რუბინი“ 14 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა და 26 სექტემბერს მოსკოვში „დინამოს“ შეხვდება.