ხვიჩა შეცვალეს, სლუცკი გააძევეს, "რუბინი" "ზენიტთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში „რუბინი“ საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა ლიდერ „ზენიტთან“.

სტუმრები უკეთესად თამაშობდნენ, მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს.

67-ე წუთზედ დმიტრი ჩისტიაკოვის ავტოგოლით ყაზანელებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს, 73-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს, ხოლო 77-ეზე მსაჯმა სერგეი ივანოვმა მასთან კამათისთვის მასპინძელთა მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. სლუცკი ძალიან უკმაყოფილო იყო არბიტრის გადაწყვეტილებებით და სისტემატურად გამოთქვამდა პროტესტს.

„რუბინი“ 14 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა და
26 სექტემბერს მოსკოვში „დინამოს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 37 /
რუბინის დირექტორმა ხვიჩაში იმხელა ფასი რომ მოითხოვა რამდენიც ჰალანდში გადაიხადა დორტმუნდა რისი მოლდინი ქონდა ვინმე გადაიხდიდა? მე ვფიქრობ რომ ხვიჩას რუსეთში დარჩენა არის თავიდან ბოლომდე ჯუღელის და რუბინის ხელმძღვანელობის ბრალი რა შანსიც ქონდა კვარაცხელიას ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ტოპ ლიგაში წასვლის შეიძლება მას სამწუხაროდ ეგეთი შანსი შემდეგი ფანჯრის დროს აღარ მიეცეს და რატომ ვხედავთ ,რომ რაც ახალი სეზონი დაიწყო ვერ ბრწყინავს ბევრი თამაში ჩაუვარდა ნაკრებშიც ვერ ითამაშა და არავინ იცის შემდეგი სატრანსფერო ფანჯრის დროს ვინმე კიდე დაიტერესდება თუ არაა კვარცხელიათი და ახლა როცა იყო შანსი დარწმუნებული ვარ მსურველებიც იყვნენ იმხელა ფასი დადეს რომ მეც კი მივხდი რომ 20 მილიოს არავინ გადაიხდიდა და ჯუღელმა და რუბინის დირექტორმა არ იცოდნენ და ისაც არ იცოდნენ რომ წინა სეზონივით კარგი სეზონი შეიძლება არ ქონოდა შემდეგი სეზონი და აღარ გამოჩენილიყო მსურველი რათქმაუნდა იცოდნენ ეს არის ფეხბურთელის მომვალის გაფუჭება და მეტი არაფერი ისედაც უფასოდ ჩაიგდე ხელში 1 ევრო არ გადაგიხდია არავისთვის გაყიდე 10 გაუშვი რატომ უფუჭებ მომავალს.
გელა
21 სექტემბერი 2021 00:37
1
სუსტი მატჩი ქონდა
გიო
21 სექტემბერი 2021 00:22
1
მენანება ეს ბიჭი რუსულ ფეხბურთს რომ წირავს თავის ჯანმრთელობას და საუკეთესო წლებს.
ზამთრამდე გაძლოს და ტრავმა არ აიკიდოს მთავარია. ზამთარში წავა
Herbst
21 სექტემბერი 2021 00:22
1
ხვიჩას ეტყობა რომ ფსიქოლოგიურად არის გატეხილი ვფიქრობ ხვიჩაც მოატყუეს მას არწმუნებდნენ ალბათ რომ ის თუ მაგრად ითამაშებს ა კლუბში და ნაკრებში ამ სეზონში გადავიდოდა ტოპში ამ ბიჭმა წინა სეზონში რაც შეეძლო ითამაშა რამდენჯერ გახდა კლუბია საუკეთესო ფეხბურთელი მატჩია საუკეთესო ფეხბურთელი ნაკრებშიც გაიბრწყინა ხოდა ამ სეზონში როცა მართლა ელოდა რომ წავიდოდა ტოპში ეს მოლოდინი აღმოჩნდა ფუჭი. და ახლა უწევს ისევ იგივე წრეზე დატრიალება სადაც იყო ხოდა აშკარად რომ ბიჭი ფსიქოლოგიურად გატეხილია და. ეს მის თამაშზეც აისახება.
Gio
21 სექტემბერი 2021 00:18
0
ხვიჩაზე დაწერილ ჩემ კომენტარებს გულმოდგინეთ რომ ბლოკავთ, ვითომ ხვიჩას უფრთხილდებით, კრიტიკა აუცილებელია რომ ის არ მოხდეს რაც ხდება ეხლა მანდ. სექტემბერში რომ არ ჩამოვიდა, თუნდაც ტრავმირებული ეს ბევრი რაღაცის საწინდარი იყო, პირველ რიგში იმისი, რომ რეგრესი დაიწყო საქართველოს ნაკრებმა, მეორე იმისი, რომ თვითონ ხვიჩას წინააღმდეგ განეწყო საზოგადოებრივი აზრი, რადგან გადამწყვეტ მომენტში არ ჩამოვიდა, თუნდაც სულ რომ ბარსელონასთან ყოფილიყო მოლაპარაკებები, და მესამეც ეს იყო მისი თვითრწმენისთვის აუცილებელი, რომ როდესაც ასეთი ინტერესია და სიყვარული ხალხის - უნდა იყო ნაკრებთან ერთად გადამწყვეტ მომენტში. სულ რომ არ ეთამაშა ეხლა სრულიად სხვა ხასიათით იქნებოდა რუსეთში გამოსული.

სულ ბოლოს კი ყველა იმ გულშემატკივარს მინდა მივმართო ვინც აკრიტიკებს და გოლებს ელის ხვიჩასგან, ეგრე ხდება ცხადია, როცა შენს ყველა ფეხის მოძრაობას სწავლობს მოწანააღმდეგე გუნდი და სამი კაცი გიყურებს სისტემატიურად ძნელია აჩვენო საუკეთესო მატჩი, მაგრამ ეს საერთოდ არაა პრობლემა!

ახალგაზრდაა და ერთი იმ ტოტენჰემისაც და მილანისაც! აუცილებლად ათამაშდება, უბრალოდ ჭკუა უნდა ამას და საქართველოს ნაკრებში უნდა გაიბრწყინოს, ესაა მთავარი! აქედან არის ყველა ტრამპლინის და ყველაზე მთავარი გასაკეთებელიც მისთვის, როგორც ფეხბურთელისთვის.

ნამდვილად უნდა ჩვენი მხარდაჭერა ხვიჩას და მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი ვიყო ერთი 5 მატჩი ნაკრებს არ გავაკარებდი , როგორც სასჯელი იმ არჩამოსვლისთვის, ეხლა არ არის საჭირო მისი ლანძღვა, რადგან ზენიტთან ვერ ითამაშა! არ შეიძლება 20 წლის ბიჭმა სისტემატიურად უმაღლეს დონეზე ითამაშოს. ყველაფერი გამოუვა თუ ფსიქიკას არ შეურყევთ ამ ბიჭს.

ამ დიდი ადამიანის და სუპერ ტალანტის ძახილს - უბრალოდ ვუგულშემატკივროთ და გავიხაროთ მაშინ, როცა რარაც გამოუვა და არა პირიქით.

წარმატებები კვარაცხელია და კაცურად ტიპიური ქართველი მენტალობის ფეხბურთელად არ გადაიქცე მთავარია და ნიჭი არსად არ გაქრება! არც მონდომებას და შორმას უჩივი შენ. გგულშემატკივრობთ და იმედი გვაქვს შენი ნაკრებში!!!
გადასარევი გიორგი
21 სექტემბერი 2021 00:15
0
ამ სეზონში ხვიჩა ჯერ ჯერობით ნამდვილად ვერ ბრწყინავს მე ვფიქრობ ეს არის იმის გამოძახილი რომ ხვიჩაც ელოდა და იმედი ქონდა რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდოდა ტოპ ჩემპიონატში და ეს რომ არ შედგა ამან იმოქმედა ფსიქოლოგიურად ხვიჩაზე პლიუს ისიც რომ რუბინი ვერ გავიდა კონფერენც ლიგის ჯგუფში და მოუწია ისევ იმ დონეზე თამაში რა დონეზეც თამაშობდა რაც შეეხება ხვიჩას თამაშის ხარსხს და დონეს კლასი ხარისხი და დონე აიწევს იმ შემთხვევაში თუ გადავა ტოპში თუ დარჩა მანდ ადრეც მითქვას და ახლაც ვიტყვი დარჩება იმ დონეზე რა დონეზეც ახლაა რომ განვითარდეს მოუმატოს და გახდეს ტოპ ფეხბურთელი რუსეთიდან უნდა წავიდეს ევროპის ტოპ ლიგაში.
ზურა
21 სექტემბერი 2021 00:10
1
არ შეიძლება, რომ შევეშვათ ამ ბიჭს ცოტა ხანს? ისე უყურებთ მიკროსკოპით და ისე გიხარიათ ზოგიერთს ხვიჩAს დროებითი წარუმატებლობა, რომ შოკში ვარ. ვინა ხართ, სად გაიზარდეთ, რა სფეროში ხართ თვითონ ასეთი უზადოები და უნაკლოები?????
giabar
21 სექტემბერი 2021 00:04
0
ყველაზე ცუდი თვისება აქვს ხვიჩას, ბურთს რომ დაკარგავს ახატია. ვეღარ ვგებულობ, რატომ ვეღარ თამაშობს
gori
21 სექტემბერი 2021 00:03
0
ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატია!! ლოკომოტივსაც ვუყურე და რუბინსაც ,/ კარგად შეფუთული საქართველოს ჩემპიონატია!!!/. ხვიჩაზე რა უნდა ვთქვა?! არაფერი!!! თმები შეიჭრას, წამდაუწუმ პრიჩისკას ისწორებს!
Vasili
20 სექტემბერი 2021 23:54
9
ბაიერნი ან მილანი სხვა რა საკადრისია ამ ყაზანელი პროვინციელი ფეხბურთელისთვის,ზენიტის მცველები ვერ მოისყიდეს ამ ვარსკვლავისთვის?პერეგავორების და პრედლაჟენიების დიდოსტატი თაღლითი ჯუღელი სად არის
vova
20 სექტემბერი 2021 23:41
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული