სტუმრები უკეთესად თამაშობდნენ, მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს.
67-ე წუთზედ დმიტრი ჩისტიაკოვის ავტოგოლით ყაზანელებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს, 73-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს, ხოლო 77-ეზე მსაჯმა სერგეი ივანოვმა მასთან კამათისთვის მასპინძელთა მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. სლუცკი ძალიან უკმაყოფილო იყო არბიტრის გადაწყვეტილებებით და სისტემატურად გამოთქვამდა პროტესტს.
„რუბინი“ 14 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა და 26 სექტემბერს მოსკოვში „დინამოს“ შეხვდება.
ჩვენ, ქართველებს უკიდურესობა გვჭირს, თუ ფეხბურთელმა ორი კაცი მოატყუა, უკვე მესი და რონალდოა, არადა პირიქით ხდება ხოლმე...
რა მალდინი, რის ნესტა, დაფრინავდა ტიპი მილანშიც და მანამდე კიევის დინამოში ისეთებს აკეთებდა პირი ღია რჩებიდა ხალხს. ჯერ მარტო დინამოს რეალთან თამაში მაინც რომ გქონდეს ნანახი სადაც ზეედორფს და სხვა ვარსკვლავებს ბურთი არ მიაღებინა 90 წუთი მაგას არ იტყოდი. ხო მილანში პროსტა ნიჭის გამო მიიყვანეს და მერე მალდინიმ და ნესტამ გამოზარდეს მაუგლივით :))))