ხვიჩა შეცვალეს, სლუცკი გააძევეს, "რუბინი" "ზენიტთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში „რუბინი“ საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა ლიდერ „ზენიტთან“.

სტუმრები უკეთესად თამაშობდნენ, მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს.

67-ე წუთზედ დმიტრი ჩისტიაკოვის ავტოგოლით ყაზანელებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს, 73-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს, ხოლო 77-ეზე მსაჯმა სერგეი ივანოვმა მასთან კამათისთვის მასპინძელთა მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. სლუცკი ძალიან უკმაყოფილო იყო არბიტრის გადაწყვეტილებებით და სისტემატურად გამოთქვამდა პროტესტს.

„რუბინი“ 14 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა და
26 სექტემბერს მოსკოვში „დინამოს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ხვიჩას ყველაზე ცუდი თამაში იყო. ეტყობა გული აქვს აცრუებული და როდის შევა ფორმაში მაგას ველოდებიიიიიიით
???????????????
20 სექტემბერი 2021 22:38
1
ცალკარა იყო, დიუპინი რომ არა ათ გოლს გაუტანდნენ რუბინს, ის ერთი გოლიც ზენიტმა გაიტანა საკუთარ კარში. ხვიჩამ ისეირნა და მერე შეცვალეს. ჯერ ფორმისგან ძალიან შორს არის. შეფასებებში ნული ეკუთვნის არც მეტი არც ნაკლები სამწუხაროდ
გია
20 სექტემბერი 2021 22:35
2
ისე წერთ კატეგორიულად კვარა სასწრაფოდ უნდა წავიდეს რუბინიდან რომელიმე ევროპულ გრანდშიო, თითქოსდა რიგი დგას რუბინის ოფისთან ხვიჩას მსურველების,ასეთი ეზოს ფეხბურთითა და შედეგით, როგორ წარმოგიდგენიათ იგი რომელიმე სერიოზულმა კლუბმა შეიძლება შეიძინოს 20 ან თუნდაც 10 მილიონად?რაც შეეხება ე.წ.სინიაკებს კვარას სტილის ფეხბურთელი ვერ გაექცევა სადაც არ უნდა წავიდეს,ყველა სიტუაციაში მოტყუებაზე თამაშისას ყველგან ხვდებათ ფეხებში იტალიაშიც,ესპანეთშიც ინგლისშიც და გამონაკლისი არც რუსეთია,მით უმეტეს რუსეთში კარგად შეისწავლეს კვარას სწორხაზოვანი თამაშის სტილი და ცოტა მაღალი დონის მცველებმა უკვე კარვად იციან რას გააკეთებს ბურთის მიღებისას,ურალისა და ხიმკის დონის გუნდებთან კიდევ შეიძლება გააკეთოს ერთი ორი ეზოს ფინტი,შეიძლება მსაჯს პენალტიც გამოღლიტოს,მოწინააღმდეგე გააყვითლოს და გოლიც გაიტანოს,მაგრამ ზენიტის დონის გუნდებთან და ზემოთ, ასეთი სტილის თამაშით შანსი არ აქვს.
leo
21 სექტემბერი 2021 10:45
3
არ შეიძლება, რომ შევეშვათ ამ ბიჭს ცოტა ხანს? ისე უყურებთ მიკროსკოპით და ისე გიხარიათ ზოგიერთს ხვიჩAს დროებითი წარუმატებლობა, რომ შოკში ვარ. ვინა ხართ, სად გაიზარდეთ, რა სფეროში ხართ თვითონ ასეთი უზადოები და უნაკლოები?????
giabar
21 სექტემბერი 2021 00:04
0
კვარაცხელიას ეტყობოდა დაღლილობა და იმიტომ შეცვალა . ხვიჩას ძალიან ბევრი რამ აქვს მოსამატებელი
ისიდორე
20 სექტემბერი 2021 23:05
1
Ეს ბიჭი ჯანოს მაგონებს. ნეტა წასულიყო ევროპაში.
ლომი
20 სექტემბერი 2021 22:33
1
დესპოტოვიჩი და კვარაცხელია სულ რომ არ გამოეყვანა სლუცკის აჯობებდა. აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებიათ, ტყუილად სათვალავში იყვნენ უბრალოდ. ძალიან ცუდია ხვიჩას ესეთი თამაშები
gia
20 სექტემბერი 2021 22:30
1
თბილისის დინამოში ჯობია ჩამოვიდეს
ზაზა
21 სექტემბერი 2021 01:21
8
თუ ჩამოსვლაა ნებისმიერ სხვა ქართულ გუნდში ითამაშოს თუ ძმა ხარ, ვუქომაგებ მაინც, დინამოს სანამ ფიფიაა აღარ ვუყურებ
გადასარევი გიორგი
21 სექტემბერი 2021 02:53
0
კვარაცხელია ზენიტის შემადგენლობაში თამაშობდა
kaxa
20 სექტემბერი 2021 22:27
3
ვუყურე თამაშს, სამწუხაროდ კვარას ფეხი არგაანძრევინეს.. წარმატებები მომავალ შეხვედრებში!
jiiii
20 სექტემბერი 2021 22:21
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული