ხვიჩა შეცვალეს, სლუცკი გააძევეს, "რუბინი" "ზენიტთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში „რუბინი“ საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა ლიდერ „ზენიტთან“.

სტუმრები უკეთესად თამაშობდნენ, მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს.

67-ე წუთზედ დმიტრი ჩისტიაკოვის ავტოგოლით ყაზანელებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს, 73-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს, ხოლო 77-ეზე მსაჯმა სერგეი ივანოვმა მასთან კამათისთვის მასპინძელთა მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. სლუცკი ძალიან უკმაყოფილო იყო არბიტრის გადაწყვეტილებებით და სისტემატურად გამოთქვამდა პროტესტს.

„რუბინი“ 14 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა და
26 სექტემბერს მოსკოვში „დინამოს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატია!! ლოკომოტივსაც ვუყურე და რუბინსაც ,/ კარგად შეფუთული საქართველოს ჩემპიონატია!!!/. ხვიჩაზე რა უნდა ვთქვა?! არაფერი!!! თმები შეიჭრას, წამდაუწუმ პრიჩისკას ისწორებს!
Vasili
20 სექტემბერი 2021 23:54
9
ვუყურე თამაშს, შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა ნელ-ნელა რეგრესირებს და თუ ეგრე გააგრძელა ალბათ დარჩება რუსეთის ჩემპიონატის საშუალო დონის ფეხბურთელად. ზენიტთან და ესეთ გუნდებთან უნდა გამოიჩინოს თავი და ყველას დაანახოს რა შეუძლია, აბა ტულის არსენალს მეც გავუტან ერთ ბურთს. მოკლედ ადრეც ვამბობდი ამ ბიჭს ჯერ ბევრი რამ კიდევ დასამტკიცებელი აქვს მეთქი და მართალიც გამოვდექი. ეგეთი თამაშით რაც მან ზენიტთან და ადრე სპარტაკთან ითამაშა, იუვენტუსი და მილანი კი არა პრაღის სპარტა არ აიყვანს. ბოლო დროს რაღაც უგულოდ თამაშობს,სირბილი თითქოს ეზარება, პასებს არ იძლევა ან აგვიანებს, ეს მისი კრაიდან შესვლები ყველამ ისწავლა და მოკლედ არაფერი გამოუდის. დროა სხვანაირად ათამაშდეს, უფრო მრავალმხრივი უნდა გახდეს, ფიზიკაშიც უნდა მოუმატოს, თორემ შერჩება დიდ რუსეთს სამუდამოდ.
დათო
20 სექტემბერი 2021 23:06
3
მერედა ბიძია ტულის არსენალთან გამტანი თუ ხარ წადი და გაიტანე, რას ითხრი ამ კომპიუტერთან თვალებს.DDD ი
jjj
20 სექტემბერი 2021 23:36
5
მოაშორონ ეს ჟუღელი ამ ბავშვს. უკვე დაეტყო ქართული სენი. ძალიან დიდი ხანი უჭირავს ბურთი და პასი ან დართყმა დღეს დროულად ერთხელაც ვერ განახორციელა. როცა დასართყამზე გავიდა პასი გააკეთა უმისამართოთ და როცა პასი იყო მისაცემი სადღაც უგზოუკვლოდ უტახუნა. ნიჭიერი ბავშვები ქართველ აგენტებს არ უნდა გააკარონ განსაკუთრბით ამ ქართველ "რა იოლას" - ბიჯო რა იოლი ყოფილა ფულის შოვნა?
niko
20 სექტემბერი 2021 23:29
1
ბაიერნი ან მილანი სხვა რა საკადრისია ამ ყაზანელი პროვინციელი ფეხბურთელისთვის,ზენიტის მცველები ვერ მოისყიდეს ამ ვარსკვლავისთვის?პერეგავორების და პრედლაჟენიების დიდოსტატი თაღლითი ჯუღელი სად არის
vova
20 სექტემბერი 2021 23:41
19
ხვიჩა შეიძლება ჯერ არ არის ტოპ კლუბების დონე,მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ გუნდი რომელიც მოწინააღმდეგის გუნდზე აშკარად სუსტია, ერთი თუნდაც ვუნდერკინდი ფეხბურთელის კრიტიკა უსაფუძლოა. თქვენ გგონიათ კალაძე მაღალი დონე იყო მილანში? მის გვერდით თამაშობდნენ მალდინი და ნესტა, სწორედ ამიტომ გაქაჩა კალაძემ. აბა ხვიჩას ვინ ჰყავს გვერდით? რასაც აკეთებს მარტო აკეთებს. ასე რომ მას მაღალი დონის პარტნიორები სჭირდება. ასე რომ ნუ გიკვირთ, რომ ზენიტთან ცუდად ითამაშა, სამაგიეროდ კრილია სოვეტოვთან და ურალთან მაგრად ითამაშებს. მის ტრანსფერს ისე ასაიდუმლეობდნენ, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოება ყოფილიყოს. მაინც მგონია, რომ ამ ბიჭის ტალანტით, ვიღაცას ძალიან დიდი ფულის შოვნა უნდა, რაც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს! ფეხბურთი მარტო ბურთი და მოედანი არ არის, აქ ფიზიკური მომზადებაცაა სათანადო დონეზე საჭირო და ფსიქოლოგიურიც.
დავით 67
21 სექტემბერი 2021 00:59
14
ვაფშე აზრზე არა ხარ ფეხბურთის. ან 13 წლის ხარ.
რა მალდინი, რის ნესტა, დაფრინავდა ტიპი მილანშიც და მანამდე კიევის დინამოში ისეთებს აკეთებდა პირი ღია რჩებიდა ხალხს. ჯერ მარტო დინამოს რეალთან თამაში მაინც რომ გქონდეს ნანახი სადაც ზეედორფს და სხვა ვარსკვლავებს ბურთი არ მიაღებინა 90 წუთი მაგას არ იტყოდი. ხო მილანში პროსტა ნიჭის გამო მიიყვანეს და მერე მალდინიმ და ნესტამ გამოზარდეს მაუგლივით :))))
superman
21 სექტემბერი 2021 10:27
4
ალღო აუღეს უკვე მცველებმა და დაამთავრეს. იციან როგორ ეთამაშონ. მარგი ქმედება თანდათან აკლდება.
ხვიჩა ბელგია ჰოლანდიის ჩემპიონატების დონეა. მეტი არაა და ნუ აბრალებთ არიქა დიდ ტალანტობას.
გიორგი
20 სექტემბერი 2021 23:38
11
ხალხო, ახლა ხვიჩას უნდა ყველაზე მეტი მხარდაჭერა!! ვინც ჩემს კომენტარებს იცნობს, ყველამ იცით, რომ თუ ვინმე განსხვავებულად ფიქრობდა მასზე სექტემბრის მერე, მე ვიყავი. მაგრამ თუნდაც ვფიქრობდეთ, რომ შეცდომა დაუშვა, არ უნდა ჩავიციკლოთ და მისი უგოლო თამაშები სიხარულს ან რაიმე მცირედი ნიშნის მოგებას არ უნდა გვძენდეს. დღეს, მანამდეც მას ეტყობოდა უმოტივაციო თამაში, თითქოს მოშვებული იყო, თითქოს დრიბლინგზე წასვლა აღარ უნდოდა და აღარც მოტყუება, მიიღებდა ბურთს და უკვე იმაზე ფიქრობდა პასი ვისთვის მიეცა, მაშინ როცა წინა სეზონში თავის საჯარიმოში მიღებული ბურთით რიოკით გარბოდა მეტოქის ნახევრისკენ, ამიტომ ხვიჩამ უნდა იცოდეს, რომ მისი თამაშით ნებისმიერ შემთხვევაში ვისიამოვნებთ და ვუგულშემატკივრებთ. გვჯერა, კიდევ გაგვახარებს საქართველოს ნაკრების მაისურით გატანილი გოლებით!!! ბოლომდე ხვიჩა, შენს მაქებარსაც და მაკრიტიკებელსაც ერთი სურვილი აქვთ, რომ შენ მაგრად ითამაშო და ასეც იქნება!!!
jigari
20 სექტემბერი 2021 22:18
3
ხვიჩას ჩოლკები უშლის ხელს!! დონე დააგდო ამ ბიჭმა ან გული აქ აცრუებული რა ვი რა ცუდად კი მისდის საქმე
დათო
20 სექტემბერი 2021 22:07
4
ხვიჩას ეტყობა რომ ფსიქოლოგიურად არის გატეხილი ვფიქრობ ხვიჩაც მოატყუეს მას არწმუნებდნენ ალბათ რომ ის თუ მაგრად ითამაშებს ა კლუბში და ნაკრებში ამ სეზონში გადავიდოდა ტოპში ამ ბიჭმა წინა სეზონში რაც შეეძლო ითამაშა რამდენჯერ გახდა კლუბია საუკეთესო ფეხბურთელი მატჩია საუკეთესო ფეხბურთელი ნაკრებშიც გაიბრწყინა ხოდა ამ სეზონში როცა მართლა ელოდა რომ წავიდოდა ტოპში ეს მოლოდინი აღმოჩნდა ფუჭი. და ახლა უწევს ისევ იგივე წრეზე დატრიალება სადაც იყო ხოდა აშკარად რომ ბიჭი ფსიქოლოგიურად გატეხილია და. ეს მის თამაშზეც აისახება.
Gio
21 სექტემბერი 2021 00:18
0
სამწუხაროდ ე.წ. დიდ კლუბთან ვერ!
gela
20 სექტემბერი 2021 23:23
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული