ქალაქები და სტადიონები, სადაც საქართველოს ნაკრები ითამაშებს - კიდევ რას ვნახავთ ამ არენებზე [PHOTOS]

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი დღეიდან ზუსტად ერთ თვეში, 14 ივნისს, მასპინძელი გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით დაიწყება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირში 18 ივნისს ჩაერთვება. გთავაზობთ ქალაქებს და სტადიონებს, სადაც "ჯვაროსნები" ითამაშებს და ყველა მატჩს, რომლებიც ამავე არენებზე ჩატარდება.

ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფური ეტაპის პირველ და მესამე დაპირისპირებას რურის მიწაზე, დორტმუნდსა და გელზერკირხენში გამართავს, შუაში კი აქედან საკმაოდ შორს, ჰამბურგს ესტუმრება.Sportall.Ge
"სიგნალ იდუნა პარკი"

დორტმუნდის "ბორუსიას" სტადიონი 81 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს, მაგრ
ამ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მსგავს ტურნირებზე ყველა ბილეთის რეალიზება არ ხდება. ამ სტადიონის ბინადარმა კლუბმა წელს სასწაული შეძლო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. დაველოდოთ, ისინი მადრიდის "რეალთან" მეტს რამდენად მიაღწევენ...Sportall.Geსაქართველოს ნაკრები "იდუნა პარკზე" 18 ივნისს, იქაური დროით 18:00 საათზე (ჩვენი დროით 20:00 სთ), ევროპირველობის პირველ ტურში თურქებს დაუპირისპირდება.

ჯგუფური ეტაპის სხვა მატჩები, რომლებიც ამ სტადიონზე შედგება:

15 ივნისი, 23:00 სთ (თბილისის დრო) 

იტალია - ალბანეთი;

22 ივნისი, 20:00 სთ -

თურქეთი - პორტუგალია;

25 ივნისი, 20:00 სთ -

საფრანგეთი - პოლონეთი

"ვოლკსპარკსტადიონი"

Sportall.Ge

ჩვენი გუნდი მეორე ტურში ჰამბურგში, "ვოლკსპარკსტადიონზე" ჩეხეთის ნაკრებს ეთამაშება - 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე (ოფიციალური ტევადობა 57 ათასი). ამ ქალაქის გუნდში გიორგი ჩაკვეტაძეს უთამაშია.

სხვა მატჩები, რომლებიც აქ ჩატარდება:Sportall.Ge16 ივნისი, 17:00 სთ  (თბილისის დრო)

პოლონეთი - ნიდერლანდები;

19 ივნისი, 17:00 სთ -

ხორვატია - ალბანეთი;

26 ივნისი, 23:00 სთ -

ჩეხეთი - თურქეთი

"ფელტინს არენა"

Sportall.Ge

ჯგუფურ ეტაპს გელზერკირხენში, "ფელტინს არენაზე" დასარულებთ, სადაც ამჟამად მეორე ბუნდესლიგაში მყოფი კიდევ ერთი ისტორიული კლუბი, "შალკე" თამაშობს, რომელთანაც ლევან კობიაშვილს ბევრი ლამაზი ეპიზოდი აკავშირებს. სტადიონი 62 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება აქ 26 ივნისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე ჩატარდება.

სხვა მატჩები, რომელთაც გელზერკირხენი უმასპინძლებს:
Sportall.Ge16 ივნისი, 23:00 სთ -

სერბეთი - ინგლისი;

20 ივნისი, 23:00 სთ -

ესპანეთი - იტალია

altევრო 2024 - ვის შეიძლება შევხვდეთ მერვედფინალში - საუკეთესო მესამეობის ვარიანტები...

altმამარდაშვილი ევრო 2024-ის 3 ყველაზე პროგრესირებად მეკარეში - ვინაა ყველაზე სახელოვანი...

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

მკითხველის კომენტარები / 2 /
იმის გათვალისწინებით, რომ გერმანული კლუბები ევროტურნირებზე წარმატებით ასპარეზობენ, გერმანიის ნაკრები, როგორც მასპინძელი, ტურნირის ფავორიტია!
ლაშა
13:54 14-05-2024
2
ქალაქები და სტადიონები კი არა,ჩვენს გარდა ყველა 23-ვე ნაკრებს აქვს უკვე მინიმუმ ორი ამხანაგური თამაში დაგეგმილი.მხოლოდ ჩვენ ვართ უნიკალურები,რომლებმაც ვერ ვიპოვეთ შესაფერისი მეტოქე,ან ტაქტიკის დამალვას ვაპირებთ.ყველა ნორმალურ გუნდს გაწერილი აქვს უკვე გრაფიკი,აწი ვინღა გვეთამაშება.ამ ერთი ნიუანსიდანაც ჩანს რა გველის გერმანიაში.
Master
11:49 14-05-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული