სლუცკი: კვარაცხელიას მილიონი დაჟეჟილობა აქვს, უამრავი ჰემატომა - მსაჯი ივანოვი პროფესიულად გამოუსადეგარია

AutoSharing Option
"ზენიტთან" რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში საკუთარ მოედანზე წაგებულ მატჩში (1:3) "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 73-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდის მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი კი 77-ე წუთზე გააძევეს. ნამატჩევს სლუცკიმ მსაჯი სერგეი ივანოვი მკაცრად გააკრიტიკა:

"რომ ჩამოვთვალო ფოლების რაოდენობა, რომლებიც იყო და რომლებზეც მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა, მე ხელებსა და ფეხებზე თითები არ მეყოფა. მთელს მსოფლიოში იცავენ შემტევი ტიპის ფეხბურთელებს და სწორადაც იქცევიან. ჩვენთან კვარაცხელია მთლიანად "ყინულზე ზის", მილიონი დაჟეჟილობა აქვს, უბრალოდ უამრავი ჰემატომა. ალბათ, თვითონ დაიშავა საკუთარი თავი. ამიტომ ვთვლი, უკვე
ვთქვი ფლეშ-ინტერვიუში, რომ მსაჯი ივანოვი პროფესიულად გამოუსადეგარია.

Sportall.Ge

მე არ დავეთანხმე მის გადაწყვეტილებას. შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არანორმატიული ლექსიკა არ გამომიყენებია. ვუთხარი, რომ განუსაზღვრელი როდენობის დარღვევებს არ აქცევს ყურადღებას და კვარაცხელიას ან ინ ბომის სტილის მოთამაშეებს და არა მარტო მათ, იგივე ეხება "ზენიტის" ფეხბურთელებს, ანუ კრეატიულებს გაფრთხილება სჭირდებათ. ის კი უგულებელყოფს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელების მიმართ დაუსრულებელ უხეშობებს, არსებითად უფლებას აძლევს მათ წინააღმდეგ წესების დარღვევას, რაც ტრავმებს იწვევს. მე ვუთხარი, რომ ხალხი კვარაცხელიას თამაშის სანახავად მოდის, ან მალკომის, ამ ძიუბასი, მაგრამ არა ბატონი ივანოვის.

ჩემი აზრით, მსაჯობის დონე კატასტროფული იყო. შემთხვევით არ არის, რომ 15 წლის მანძილზე კარიერაში, თითქმის 600 მატჩში, მხოლოდ ორჯერ გამაძევეს და ორივეჯერ ივანოვმა. ის განზრახ ეძებდა მომენტებს".

მკითხველის კომენტარები / 21 /
ასე იყო ნაკრების თამაშების წინ, ტრავმა რომ მიაღებინეს. თავად ეუბნებოდა სლუცკის, რომ ზედმეტად არ დაეტვირთა. ნაკრებში უნდოდა თამაში. არ გამოვიდა, მაინც დაიტრავმა. და ახლაც იგივე ხდება. დღეს რეებიც უქნეს, სრულიად საკმარისია კიდე ტრავმა მიეღო. შეიძლება ოქტომბრის სანაკრებოზეც ვერ ჩამოვიდეს,დააკვირდით ხალხო როგორ ეთამაშებიან. უხეში ფეხბურთის მეტი რა მინახავს, მაგრამ რუსული არის საშინელი. ტექნიკური ფეხბურთელები რუსებს არ ჰყავთ და ტექნიკური ფეხბურთელების წინააღმდეგ მიდიან ბოლომდე გასაწირად.
პესიმიზმი მიტევს, მგონია ტალანტს ვკარგავთ და რუსების გამო...ეგ ორმაგად აუტანელია
Michael
03:34 21-09-2021
8
აქ ზოგიერთს წარმოდგენა არ აქვს რა ხდება, წერენ ქართულ გუნდში გადმოვიდესო. ბიჭი წელიწადში ნახევარ მილიონ ევროს იღებს და რა უნდა ქართულ გუნდში? საერთოდ დაანებებს თამაშს თავს და ქართულ გუნდში არ გადმოვა. მუქთად ხომ არ ითამაშებს? რომ არ იცით, ნუ წერთ რაღაცებს.
ვახო
03:51 21-09-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული