ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გრძელვადიანი გეგმები მიქაუტაძის დახმარებით - ბელგიური მედია "ჟორჟზე"

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის შედეგიან თამაშს ამჯერად ბელგიური voetbalkrant-ი ეხმაურება:

"სერენმა" ანტვერპენთან" კარგი შთაბეჭდილება დატოვა - კლუბს კვლავ შეუძლია "გოლების მანქანას" დაეყრდნოს, გიორგი მიქაუტაძე ხომ ისევ აქ თამაშობს.

ქართველი ფორვარდი მშვენიერი იყო - თავიდანვე მონდომებული ჩანდა და გოლის გატანაც შეეძლო, რაც ვერ მოახერხა. გიორგიმ მოწინააღმდეგის მეკარეზე შური მაინც იძია - ბურთი თავზე ლამაზად გადაუგდო.

მიქაუტაძე გასულ სეზონში გამორჩეული იყო და და ჩანს, რომ ამ დონეზეც ბევრი შეუძლია. "სერენს" ქართველის დახმარებით გრძელვადიანი მიზნების დასახვა და ელიტაში დარჩენა შეუძლია."

alt"მეკარეს ლამაზად "შეუსრულა" - ბელგიელები

მიქაუტაძეს იწონებენ

altგოლების მანქანა ამუშავდა - მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, მაგრამ... [VIDEO]